Monday 16 June 2008

XI ტური


ასე და ამგვარად გაიმართა XI ტურის მატჩები უმაღლეს ლიგაში

დავიწყოთ ერთობ საინტერესო მატჩით სადაც ორი კონფერენციის ლიდერი შეხვდნენ ერთმანეთს, მიმინო რომელიც აქამდე წაუგებლად გამოდიოდა ჩემპიონატზე და ჩემიქალსი, მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, უნდა ვთქვა რომ ორივე გუნდმა დამალა თავისი კოზირები რადგან თასის 1/4 ფინალში ისევ მოუწევთ შეყრა ამ კვირაში. პირველ პერიოდში ჩემიქალსმა მოიპოვა უპირატესობა რასაც ინარჩუნებდნენ მესამე პერიოდამდე სანამ მიმინომ პატარა გაქცევა არ მოახერხა და მეოთხე მეოთხედის წინ მიმინოელები მცირედით აგებდნენ სულ 2 ქულა იყო სხვაობა, მაგრამ ბოლო პერიოდშიც ცოტათი უკეთესი იყო ჩემიქალსი და მანვე მოიგო 1 ქულით ბოლო პერიოდი, მთლიანად თამაში კი 96-93 დასრულდა ბათუმელი ქიმიკოსების სასარგებლოდ
საინტერესო თამაში გამოვიდა ბიგ ბენსა და როუზერს შორის სადაც ბიგ ბენმა აიცილა მესამე ოვერტაიმიანი თამაში და უოვერტაიმოდ მოახერხა ფლეო ოფისთვის მებრძოლი გუნდის დამარცხება, სწორედ არჩეული ტაქტიკით, გამოირჩეოდა როგორც ყოველთვის არგენტინელი შემტევი რიკარდო კარიბონი რომელმაც მორიგი 30 ქულიანი თამაში ჩაატარა, როუზერის რიგებში კი გამოირჩეოდა მისი გერმანელი ლეგიონერი ნორბერტ სტარგარდი, 12 ქულა და 25 მოხსნა...უნდა აღინიშნოს რომ გივი თარხან მოურავმა აშკარად დათმო პირადი დუელი კარიბონთან, ხოლო ბიგ ბემა პერიმეტრის გარედან უფრო ზუსტი თამაშის ხარჯზე მოახერხა გამარჯვება , უნდა ითქვას ბიგ ბენელი ტაკა ჯანაშიას სამმაგი დუბლი ( 19 ქულა, 15 მოხსნა, 11 ჩაჭრა + 2 ბლოკი ) საბოლოო ანგარიში კი 124-112 ბიგ ბენის სასარგებლოდ
რიგით მესამე გამარჯვება მოიპოვა გოლდენმა, რომელმაც რიჩმონდ ოილერსი დაამარცხა, უნდა ითქვას რომ ამ თამაშში უპირატესობას მეზეთეები ფლობდნენ მაგრამ მესამე მეოთხედში დაშავდა მათი საუკეთესო მოთამაშე ლეკიაშვილი რამაც გოლდენის გააქტიურება გამოიწვია, მათ პირწმინდად მოიგეს ფარი და მთავარი ფაქტორიც მათ გამარჯვებაში სწორედ ეს იყო, ანგარიში 94-86 გოლდენელი ვეფხვების სასარგებლოდ
მორიგი ადვილი გამარჯვებები ჩაიწერეს ნუჩუისტებმა, დინამო თბილისმა, ჯორჯიანმა , გოლიათმა და ბათუმი ბობქეთსმა...უკვე დაიწყო ბრძოლა ფლეო ოფებისთვის და ალბათ დამეთანხმებით რომ თამაშიც უფრო საინეტერესოდ მიიმდინარეობს...

XI ტურის მატჩები:
BIG BAN - BT Rouzer 124 - 112
Mimino - BC Chemicals 93 - 96
GALATASARAI - GOLIATI 110 - 135
Richmond Oilers - Golden Tigress 86 - 94
nuchuistebi - Gantiadi 85 - 58
tbilisi bulls - DINAMO TBILISI 71 - 125
kaktusi - Batumi Bobcats 90 - 133
georgian - ლელო 112 - 105