Friday 30 May 2008

II.2

ორივე კონფერენციის ლიდერებმა საკუთარი მატჩები მოიგეს და ლიდერობა განიმტკიცეს, ეს გამარჯვებები მათთვის ზედიზედ მეექვსე იყო.
დასავლეთის ლიდერმა Tbilisi Hornets-მა დაძაბულ ბრძოლაში და ორი ქულის სხვაობით 76:74 დაამარცხა Majlaj Boys-ი.
Majlaj Boys-მა ბოლო პერიოდი 24:19 მოიგო, თუმცა ესსაკმარისი არ გამოდგა, რადგან მათ სამი პერიოდი წაგებული ჰქონდათ. ამ მარცხით, ისინი მეხუთე ადგილზე არიან!
ამავე კონფერენციის უკვე მეორე ადგილოსანს არ გასჭირვებია აუტსაიდერი FENERBAXCHE-ს დამარცხება. რაც 25 ქულიან სხვაობაში აისახა. 97:52. აღსანიშნავია, რომ მატჩის ბედი პირველი ნახევრის მერე გარკვეული იყო, როცა Raulasbichebma ტაიმი 45:11 გაიმარჯვა!
მატჩის სნაიპერი გახდა გამარჯვებული გუნდის ცენტრი თარხან-მოურავი, რომელმაც 33 წუთში 23 ქულა და 14 მოხსნა გააკეთა.
FC Dandura_მ დაძაბულ ბრძოლაში, მისსავე მოედანზე azoti დაამარცხა.
მასპინძლებმა, მოწინააღმდეგეს მხოლოდ სამი პერიოდი გაუწიეს წინააღმდეგობა. ბოლო პერიოდში კი FC Dandura-მ 13:1 მოახერხა გაქცევა და თამაშიც მოიგო 96:84.
მატჩის საუკეთესო მოტამაშე გახდა გამარჯვებული გუნდის სათადარიგო SF პაატა სიგუა,რომელმაც 18 წუთში 22 ქულა და 5 მოხსნა გააკეთა!

აღმოსავლეთის კონფერენციაში კი ყველა მატჩში ფავორიტებმა მოიგეს. ლიდერმა Pacers-მა, 93:68 დაამარცხა Lizard-ი.
მეორე ადგილოსანი Rustavi 2008 სტუმრად დამარცხდა, dapadela-სთან 79:89.
კონფერენციაში ახალი გუნდი გამოჩნდა მერცხალი, რომელმაც rivende-ის ადგილი დაიკავა!


მადლობა dundee-ს

მეექვსე ტური


გაიმართა მორიგი ტური საქართველოს უმაღლეს ლიგაში, ყველა ფავორიტმა თავის სასარგებლოდ დაამთავრა მატჩები. გასაკვირი იყო როუზერის ასეთი სხვაობით დამარცხება ბათუმი ბობქეთსთან, მაგრამ ამ მარცხს მაინც შეიძლება ახსნა მოეძებნოს იმით რომ როუზერს თამაში ქონდა თასზე მიმინოსთან ( უნდა ითქვას რომ ის მატჩიც დათმო ) ნამდვილად ვერ დაუბრუნდა ძველებურ ფორმას როუზერის ლიდერი და საქართველოს ნაკრების წევრი გივი თარხან-მოურავი, რომელმაც სროლების უმეტესობა ააცილა და თამაში 5 დაკარგვით დაამთავრა სულ კი 44 წუთში მხოლოდ და მხოლოდ 10 ქულას მოუყარა თავი ,საბოლოო ჯამში კი ანგარიშით 76 - 112 ბობქეთსმა გაიმარჯვა...
მორიგი გამარჯვება მოიპოვა დასავლეთის უპირობო ლიდერმა BC Chemicals ლელოსთან 89 - 63...
საინტერესო და კარგი სანახავი გამოდგა გოლიათისა და დინამო თბილისის შეხვედრა, ორივე გუნდი ცდილობდა გამარჯვებას რა თქმა , ძალიან ბევრი იყო 3 ქულიანი სროლები რამაც განაპირობა უმეტეს წილად ქულათა მოზღვავება საბოლოო ანგარიშია 137 - 125 გოლიათის სასარგებლოდ
ტურის ბოლო მატჩში განთიადმა დაამარცხა გოლდენი და ორივე გუნდს 2 მოგების წილად 4 წაგება დაუგროვდათ...თვითონ მატჩი არც თუ ისე კარგი სანახავი გამოდგა რადგან განთიადმა თავიდანვე გადაწყვიტა ამ თამაშის ბედი და 1 ნახევრის შემდეგ მეორე გუნდის მოთამაშეებს მისცა ასპარეზობის უფლება თუმცა გოლდენმა მხოლოდ და მხოლოდ მეოთხე მეოთხედში მოახერხა ანგარიშის შემცრირება, საბოლოო ანგარიში 82 - 94 განთიადელეთა სასარგებლოდ!

სრულიად საპირისპორო ვითარება იყო მეექვსე ტურში აღმოსავლეთის დივიზიონში
აქ შედგა რამდენიმე ძალიან დაძაბული და კარგი სანახავი მატჩი
დავიწყოთ ნუჩუისტებისა და თბილისი ბულსის მატჩით, როგორც უკვე ვთქვი ძალიან კარგი სანახავი გამოდგა, ნუჩუისტებმა ადრეულ შეტევაზე გააკეთეს აქცენტი რასაც თბილისის ხარებმა პრესინგის თამაშით უპასუხეს, ზუსტად ამის გამო იყო რომ სტუმრად მოთამაშე ნუჩუისტების მოთამაშეებმა 30 ჯერ დაკარგეს ბურთი 13-ის წინააღმდეგ, პირველი ნახევარი 1 ქულიანი უპირატესობით მოიგო თბილისი ბულსმა, 22-23...დანარჩენ 3 მეოთხედში ნუჩუისტები ბევრს ეცადნენ რომ გამოესწორებინათ თამაში, ქონდათ კიდევ რამდენჯერმე ამის შანსი მაგრამ ამ თამაშში თბილისი ბულსი უფრო ძლიერი იყო...119-110...უნდა ვთქვათ ასევე ნუჩუისტების ჩემპიონთა თასზე გამოსვლაზე, ამ გუნდმა უკვე მესამე მატჩი მოიგო და 1/16 ფინალში გავიდა სადაც არც თუ ისე სერიოზული მეტოქე ყავს, ამ ეტაპის გასვლაც არ უნდა გაუჭირდეს...წარმატებები მის მენეჯერს!!!
მეორე ქართულმა გუნდი რომელიც ჩემპიონთა თასზე ასპარეზობს, ცოტათი ჩემპიონატზეც გადმოერთო და შედეგიც მოიმკო, ასე ვთქვათ გადაუარეს კაკტუსის გუნდს, ანგარიში 105-57 ყველაფერზე მეტყველებს
კიდევ ერთი საინტერესო მატჩი გაიმართა ბიგ ბენისა და რიჩმონდ ოილერსის მონაწილეობით , არ შეიძლება არ ავღნიშნო ბიგ ბენის გამართლება, არა მარტო ამ თამაშში არამედ მთლიანად ჩემპიონატში, ამ გუნდმა თუ ესე გააგრძელა შეიძლება არც გავარდეს. რიჩმონდ ზეთიანებმაც იგივე განიცადეს რაც როუზერმა, მათაც აქცენტი თასის თამაშზე გადაიტანეს და ... ბიგ ბენის გამარჯვება 103-91. ბიგ ბენის სნაიპერმა რიკარდო კარიბონიმ შეხვედრა 26 ქულით დაამთავრა, მანდ 10 დან 6 სამქულიანი გამოიყენა....
რა შეიძლება დაწერე უპირობო ლიდერისა და უიმედო აუტსაიდერის თამაშზე? მიმინო - გალათასარაი 144-87


დასავლეთი:

BT Rouzer - Batumi Bobcats 76 - 112
BC Chemicals - ლელო 89 - 63
GOLIATI - DINAMO TBILISI 137 - 125
Golden Tigress - Gantiadi
82 - 94

აღმოსავლეთი:
Richmond Oilers - BIG BAN 91 - 103
nuchuistebi - tbilisi bulls
110 - 119
Mimino - GALATASARAI 144 - 87
georgian - kaktusi
105 - 57

Monday 26 May 2008

მეორე დივიზიონი საქართველოში



მეორე დივიზიონი საქართველოში

II.1 დივიზიონი
ამ დივიზიონში ორივე კონფერენციაში პირველ-მეორე ადგილები ალბათ უკვე გარკვეულია,არავისთვის მოულოდნელი არაა ზოროს ცხრილის სათავეში ყოფნა, ეს გუნდი შარშან სუპერფინალში გავიდა და 2-1 დათმო სერია, მაგრამ წელს ალბათ უმაღლესში გადმოსვლისთვის იბრძოლებს, საკმაოდ ცუდად ასპარეზობს უმაღლესიდან გავარდნილი _R@uL_ რომელსაც 5 დან მხოლოდ 2 მატჩი აქვს მოგებული და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა თუ უნდა შემადგენლობის გაძლიერებაზე და გაახალგაზრდავებაზე უნდა იზრუნოს...
II.2 დივიზიონი
აქ თბილისი ჰორნეთსი ლიდერობს 100% მაჩვენებლით დასავლეთის დივიზიონში, ძალიან ძლიერი დივიზიონია უნდა ითქვას, ყველა გუნდი ძალიან კარგად თამაშობს და ცდილობს რომ რაც შეიძლება მეტს მიახწიოს, უნდა ავღნიშნოთ Majlaj Boys , რომელსაც ყავს კარგი შემადგენლობა , ძალიან კარგი ახალგაზრდა გამთამაშებელი რომელსაც თუ სწორედ გაავითარებს ნაკრებშიც ექნება შანსი, ასევე კარგი გუნდია FC Dandura, Azoti და raulasbichebi როგორც ხედავთ 5 გუნდი იქნება ფლეო ოფის 4 საგზურის მაძიებელთა შორის , ერთი ადგილი ალბათ ჰორნეთს აქვს უკვე განაღდებული თუმცა ფლეო ოფზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ძალიან ადრეა...წარმატება ყველას
რაც შეეხება აღმოსავლეთის დივიზიონს , აქაც ერთპიროვნლად ლიდერობს პეისერზი 5 დან 5 გამარჯვებით , შემდეგ მოდი 4 გუნდი რომელთაც შეუძლიათ იბრძოლონდ მინიმუმ კონფერენციის ფინალისთვის

მეხუთე ( V ) ტური


მეხუთე ( V ) ტური

გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩები უმაღლეს ლიგაში
საკმაოდ საინტერესო მატჩი შედგა BT rouzer -სა და ლელოს შორის
თავიდან როუზერმა მშვენივრად დაიწყო თამაში, მათ აქცენტი გააკეთეს ადრეულ შეტევაზე რასაც ლელომ 3-2 ზე შეტევა დაუპირისპირა, ამ ყველაფერს მოყვა ის რომ პირველი მეოთხედი როუზერმა მოიგო 27-18 ...ამ თამაშში გადამწყვეტი აღმოჩნდა, სადაც ლელომ ასე ვთქვათ გაილაღა და მისმა მოძრავმა ტაქტიკამ შედეგი გამოიღო, 38-23 მეორე პერიოდის ანგარიშია, მემგონი ყველაფერი ნათელია ამ თამაშში, მესამე მეოთხედიც ლელოს 3 ქულიანი უპირატესობით დამთავრდა და სამი პერიოდის შემდეგ ანგარიში იყო 81-72 , ბოლო მეოთხედში როუზერი ბევრს ეცადა მაგრამ არაფერი გამოუვიდა მისდა სამწუხაროდ და თამაში მორჩა ანგარიშით 106-96 ლელოს სასარგებლოდ...შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ლელოს მსუბუქი ფორვარდი იმედა ანჩაბაძე გახდა, 33 ქულა , 6 მოხსნა და 4 პასი...

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია დინამო თბილისის გამარჯვება გოლდენზე 80-72...
დასავლეთის მარადმწვანე ჩემპიონმა Duff -მა და მისმა BC Chemicals მა ბათუმურ დერბიში დაამარცხა Batumi Bobcats ანგარიშით 70 - 86
მეოთხე თამაშში ჩემპიონატის აქამდე მოუგებელმა გუნდა განტიადმა გასვლაზე დამარცხა გოლიათი ანგარიშით 95-84...ამ შედეგებზე დაყრდნობით უნდა ითქვას რომ დასავლეთში სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია და ფლეო ოფისთვის ყველა გუნდი აპირებს ბრძოლას...რაც ისევ და ისევ ჩვნი ჩემპიონატისთვის და ეროვნული ნაკრებისთვის იქნება კარგი


აღმოსავლეთის დივიზიონში არცერთი დაძაბული თამაში არ გვქონდა, ყველა ფავორიტმა თავის სასარგებლოდ დაამთავრა მატჩები
მოიგო საქართველოს 2 გზის ჩემპიონმაც georgian-მა რომელმაც დაამარცხა ჩემპიონატის უიმედო აუტსაიდერი GALATASARAI ანგარიშით 127-96...თავისი მატჩი მოიგო ასევე მიმინომაც რომელმაც გაანადგურა, მიწასთან გაასწორა და ააოხრა მენეჯერ გაქცეული კაკტუსი, ანგარიშით 131-49, ანგარიში ყველაფერზე მეტყველებს...
გაიმარჯვა ნუჩუისტებმაც ქართველი ფილ ჯექსონის მეთაურობით, მათ დაამარცხეს თავშიავარდნილი BIG BAN ი და იქნება ეხლა მაინც ჩამოვარდეს მიწაზე ეს ლონდონურ-ქართული გუნდი...საბოლოოდ ნუჩუისტებმა მოიგეს ანგარიშით 77-52...ტურის ბოლო მატჩი კი შედგა Richmond Oilers-სა და tbilisi bulls-ს შორის, ამ სეზონში მშვენივრად მობურთავე რიჩმონდ ზეთელებმა ეს მატჩიც სათავისოდ დაამთავრეს და ფლეო ოფში შემსვლელ ოთხეულზე უკვე აქედანვე გააკეთეს მოთხოვნა ...საკმაოდ დაძაბული თამაში უნდა შედგეს საქართველოს თასზე ამ ხუთშაბათს, ერთმანეთს დაუპირისპერდება საქართველოს უმაღლესის ორი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი Richmond Oilers და nuchuistebi , ამ თამაშზე ხუთშაბათ საღამოს ვისაუბროთ...

ეხლა კი მეხუთე ტურის ყველა მატჩის შედეგი

აღმოსავლეთ კონფერენცია

tbilisi bulls - Richmond Oilers 87 - 110
BIG BAN - nuchuistebi 52 - 77
kaktusi - Mimino 49 - 131
GALATASARAI - georgian 96 - 127
დასავლეთის კონცერენცია:

ლელო - BT Rouzer 106 - 96
Batumi Bobcats - BC Chemicals 70 - 86
DINAMO TBILISI - Golden Tigress 80 - 72
Gantiadi - GOLIATI 95 - 84