Sunday 18 May 2008

მესამე ტური


მესამე ტური

თავიდანვე დავიწყოთ იმით რომ ამ ტურში მხოლოდ და მხოლოდ ორი დაძაბული შეხვედრა გვქონდა და ეს ორივე Big 8 -იანის გუნდებით იყო....დანარჩენი შეხვედრების უმეტესობა ლოგიკურად დამთავრდა თუ არ ჩავთვლით Great 8-იანის და საქართველოს უცვლელი ჩემპიონის მარცს BIG BAN -თან, ამ თამაში ძალიან უსუსარად თამაშობდნენ Georgian-ის მოთამაშეები და ეს ყველაფერი შედეგზეც აისახა, დამსახურებული, მაგრამ მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვეს BIG BAN-ის მოთამაშეებმა, ანგარიშით 59 - 71
ახლა კი გადავინაცვლოთ ლელო-ს არენაზე სადაც 6258 მაყურებელი დაესწრო ლელო-ს და GOLIATI-ს თამაშს, თამაში ძალიან კარგი გამოდგა, GOLIAT-მა სამ წამიანზე გააკეთა აქცენტი რასაც ლელო-ს მხრიდან მოძრავი ტაქტიკა დახვდა. პირველი მეოთხედი ისევე როგორც მთლიანად თამაში თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, პირველი მეოთხედი გოლიათმა მოიგო 19-18, ეს ერთ ქულიანი სხვაობა მეორე მეოთხედშიც შეინარჩუნა და ტაიმი 49-48 მორჩა გოლიათის სასარგებლოდ, მესამე მეოთხედში ლელო გააქტიურდა, რამდენიმე სამიანის შემდეგ გუნდი წინაც გავიდა და მეოთხედი 26-28 მოიგო ,თამაში კი 1 ქულით დაწინაურდა, ამ თამაში ნათელი იყო რომ ყველაფერი ბოლო, მეოთხე მეოთხედში გადაწყდებოდა და ასეც მოხდა, 25-27 ლელოს სასარგებლოდ და თამაშიც ლელოს გამარჯვებით დამთავრდა 100-103...მატჩის საუკეთესო მექულე გოლიათის მძიმე ფორვარდი ფრენკ ქროუ გახდა, მის ანგარიშზე 23 ქულა იყო , რასაც 10 მოხსნა და 5 პასიც მიამატა...

ამავე დროს მიმდინარეობდა თამაში ბათუმი ბობქეთსა და გოლდენს შორის, სადაც პირველ მეოთხედში უდავო უპირატესობას ფლობდნენ გოლდენის კალათბურთელები, მათ პირველი მეოთხედი მოიგეს 25-11 , მეორე მეოთხედის შუაწელში კიდევ უფრო წინ გაიჭრნენ მაგრამ პირველი ნახევრის ბოლოს ბათუმელებმა შეძლეს სხვაობის შემცირება და მეორე მეოთხედი დამთავრდა ანგარიშიც 33-36 ბობქეთსის სასარგებლოდ, ტაიმი კი 58-47 გოლდენმა მოიგო...მესამე მეოთხედში პარკეტზე მთლიანად ბათუმელები გაბატონდნენ, რომლებიც ცდილობდნენ სამ ქულიანებით გასულიყვნენ ფონს რასაც მეტოქემ 1-1 ზე პერსონალური თამაშით უპასუხა , მესამე მეოთხედი კი 13-24 მორჩა და მთლიანად შეხვედრაშიც გათანაბრდა ანგარიში, 71-71, ყველა მეოთხე მეოთხედს ელოდებოდა სადაც დიდი თრილერი დატრიალდა, 8 წამით ადრე როდესაც გოლდენი 2 ქულით იყო წინ ბათუმელმა ბახარ მაისურაძემ ძალიან ძნელი სიტუაციიდან სამ ქულიანი ჩააგდო და ბობქეთსი წინ გავიდა 1 ქულით, ამას მოყვა გოლდენის მწვრთნელის წუთ შესვენება და 0.1 წამით ადრე გოლდენის და საქართველოს ნაკრების ცენტრმა ლუხუმი ღადაევმა 2 ქულიანი ააცილა, მაგრამ მასზე დაჯარიმდნენ და მანაც არ გაუშვა ეს შანსი ხელიდან...გოლდენის პირველი გამარჯვება ამ სეზონში...მატჩის სნაიპერი გოლდენის თურქი ლეგიონერი ჰუსამეტინ სარარი გახდა 26 ქულით რასაც 13 მოხსნა და 2 ბლოკიც მიამატა...

სხვა შეხვედრები კი შემდეგნაირად დასრულდა
Big 8
Gantiadi - BT Rouzer 117 - 130
DINAMO TBILISI - BC Chemicals 94 - 143
GOLIATI - ლელო 100 - 103
Golden Tigress - Batumi Bobcats 102 - 101
Great 8
kaktusi - Richmond Oilers 52 - 127
GALATASARAI - nuchuistebi 78 - 124
Mimino - tbilisi bulls 131 - 82
georgian - BIG BAN 59 - 71
სატურნირო მდგომარეობა:

პირველ რიგში...

პირველ რიგში...

პირველ რიგში მინდა ყველას მოგესალმოთ და გითხრათ რომ, ამ ბლოგზე დაიწერება ხოლმე თამაშების მიმოხილვა, ანუ ყოველი ტურის მიმოხილვა, არა მარტო უმაღლეს ლიგაზე არამედ მთლიანად საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში...ასე იქნება ხოლმე გეიმერებთან ინტერვიუები, ანუ რას აკეთებენ როგორ და რატომ...( კოზირებს არავინ ითხოვს : ) და ა.შ.
მოკლედ მივყვეთ დინებას....