Tuesday 15 July 2008

n


რამდენიმე უქმე ტურის შემდეგ ისევ გადავწყვიტე დამეწერა მიმოხილვა ბაზერის უმაღლეს ლიგაზე

დავიწყოთ აღმოსაველთ კონფერენციით სადაც შედგა ორი ლიდერის მატჩი,ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დინამო თბილისი და ჩემიქალსი,ყველასთვის მოულოდნელად დინამო თბილისმა ეს მატჩი საოცრად ცუდად ითამაშა,ამის მიზეზი მხოლოდ გუნდის მენეჯერმა იცის. თამაში თავიდანვე ჩემიქალსის უპირატესობით დაიწყო , პერიმეტრიდან თამაშს, ცდილობდნენ სამ ქულიანებით გასულიყვნენ ფონს რაც თავისთავად დინამო თბილისის მთავარი იარაღია,პირველი პერიოდი 36-25 მოიგო ჩემიქალსმა, მეორე პერიოდში კი უკვე გადაწყდა მატჩის ბედი და საკითხავი მხოლოდ ის იყო რა ანგარიშით გაიმარჯვებდა ჩემიქალსი...პირველი ნახევარი მორჩა 76-52 რაც ყველაფერზე მეტყველებს. თამაშის სურათი არც მესამე და მეოთხე პერიოდებში შეცვლილა, განსხვავება იყო მეოთხე პერიოდი როდესაც ჩემიქალსის მწვრთნელმა სასტარტო მოთამაშეები სკამზე დასვა , ამით ცოტა ისარგებლეს დინამოელებმა და პერიოდი მხოლოდ 3 ქულით წააგეს, მთლიანად თამაშის ანგარიში კი 152-113
კიდევ ერთი საინტერესო თამაში იყო განთიადსა და როუზერს შორის, განთიადს ჰაერივით სჭირდებოდა ამ თამაშში გამარჯვება, ისევე როგორც როუზერს, როუზერი ამ მოგებით ფლეო ოფს საბოლოოდ გაინაღდებდა ხოლო განთიადი გასავარდ ზონას დაახსნიდა თავს. საბოლოოდ კი გაიმარჯვა როუზერმა რომელმაც საბოლოოდ გაინაღდა ფლეო ოფიში თამაში, განთიადს კი დიდი ბრძოლა ელის უმაღლეს ლიგაში დასარჩენად.
ლელო გოლიათის თამაშზეც იგივე შეიძლება ითქვას, გოლიათმა ამ გამარჯვებით ფლეი ოფი ნაწილობრივ გადაწყვიტა ამას დაემატა ბათუმი ბობქეთსის მარცხი გოლდენთან, ბათუმელებს აკლდათ მათი საუკეთესო მოთამაშე ,რამაც დაღი დაასვა მათ შეტევებს, აერიათ ტაქტიკა და ა.შ. ამასთანავე უნდა ითქვას რომ გოლდენსაც აკლდა მათი საუკეთესო მოთამაშე რომელმაც გოლდენის რიგებში მხოლოდ 1 თამაში ითამაშა და ტრავმა მიიღო, თვითონ შეხვედრა კი საკმაოდ საინტერესო სანახავი გამოდგა, გოლდენის მცირედი უპირატესობით მიმდინარეობდა,განსაკუთრებით აქტიურობდა გუსტავო რომერო, არგენტინელი ლეგიონერი.სწორედ მისი დიდი ძალისხმევით მოიგეს გოლდენელებმა ეს თამაში და ცოტათი გაიუმჯობესეს სიტუაცია ჯგუფში...ანგარიში 110-126 გოლდენის სასარგებლოდ


რაც შეეხება დასავლეთ კონფერენციას
არცერთი თამაში არ ყოფილა დაძაბული,ყველა ფავორიტმა ადვილ გამარჯვებას მიახწია.

რიჩმონდელმა მზეთავებმა გადაუარეს კაკტუსს ზედმეტი ნერვიულობის და ოფლის დაღვრის გარეშე, ამ გამარჯვებით რიჩმონდი საფლეიოფო 4 ეულში და ფლეი ოფში მოხვედრაც არ უნდა გაუჭირდეს, სადაც მიმინო დაელოდება , ამ წყვილის შედეგი კი ადვილი გამოსაცნობი იქნება...
ნუჩუისტებმაც გადაურეს გალათასარაის, ბატონი მიხეილის გუნდი ახლა მხოლოდ იმისთვის თუ ითამაშებს რომ ჯორჯიანთან საფლეიოფო თამაშის მასპინძლობა მას ხვდეს წილად ამისთვის კი მეორე ადგილზე გასვლაა საჭირო, სადაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ჯორჯიანი აცხადებს პრეტენზიას , ერთნაირი მოგება-წაგების მაჩვენებელი აქვს ორივეს...ყველაფერი დარჩენილ 4 ტურში გადაწყდება
საინტერესო თამაში უნდა გვეხილა ჯორჯიანსა და ბიგ ბენს შორის , მაგრამ ბრძოლა არ შედგა,ბიგ ბენმა გადაწყვიტა ენთუზიაზმის მომატება და ამიტომ ნახევარი ძალით ითამაშა, რამაც შედეგი გამოიღო და 40 ქულიანი სხვაობით დამარცხნდნენ მეტოქესთან
თბილისი ბულსი, ამ გუნდმა სეზონის პირველი ნახევარი შესანიშნავად ჩაატარა, მაგრამ მეორე ნახევარი კატასტროფულად , ჩააგდო ყველა თამაში და ახლა უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის...მათი ბოლო შეხვედრა ჩემპიონატის ლიდერთან ამ ჩავარდნის კიდევ ერთი გამოვლინება იყო, დათმეს შეხვედრა 30 ქულიანი სხვაობით...მმიმინო კი მაქსიმალურად ემზადება ფლეი ოფისთვის და ამ სეზონში დუბლის შესრულებას აპირებს, ეს კი მიმინოსთვის შესანიშნავი იქნება, ხოლო საქართველოსთვის პირდაპირ ვიტყვი ცუდი! რადგან ბაზერის ჩემპიონთა თასზე მხოლოდ 1 გუნდით ვიქნებით წარდგენილები რაც დამეთანხმებით რომ კარგი არაა

აღმოსავლეთ კონფერენცია

BC Chemicals - DINAMO TBILISI 152 - 113
BT Rouzer - Gantiadi 122 - 113
ლელო - GOLIATI 99 - 106
Batumi Bobcats - Golden Tigress 110 - 126

დასავლეთ კონფერენცია

Richmond Oilers - kaktusi 141 - 108
nuchuistebi - GALATASARAI 135 - 95
tbilisi bulls - Mimino 61 - 92
BIG BAN - georgian 85 - 122

XVIII ტური


რამდენიმე უქმე ტურის შემდეგ ისევ გადავწყვიტე დამეწერა მიმოხილვა ბაზერის უმაღლეს ლიგაზე

დავიწყოთ აღმოსაველთ კონფერენციით სადაც შედგა ორი ლიდერის მატჩი,ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დინამო თბილისი და ჩემიქალსი,ყველასთვის მოულოდნელად დინამო თბილისმა ეს მატჩი საოცრად ცუდად ითამაშა,ამის მიზეზი მხოლოდ გუნდის მენეჯერმა იცის. თამაში თავიდანვე ჩემიქალსის უპირატესობით დაიწყო , პერიმეტრიდან თამაშს, ცდილობდნენ სამ ქულიანებით გასულიყვნენ ფონს რაც თავისთავად დინამო თბილისის მთავარი იარაღია,პირველი პერიოდი 36-25 მოიგო ჩემიქალსმა, მეორე პერიოდში კი უკვე გადაწყდა მატჩის ბედი და საკითხავი მხოლოდ ის იყო რა ანგარიშით გაიმარჯვებდა ჩემიქალსი...პირველი ნახევარი მორჩა 76-52 რაც ყველაფერზე მეტყველებს. თამაშის სურათი არც მესამე და მეოთხე პერიოდებში შეცვლილა, განსხვავება იყო მეოთხე პერიოდი როდესაც ჩემიქალსის მწვრთნელმა სასტარტო მოთამაშეები სკამზე დასვა , ამით ცოტა ისარგებლეს დინამოელებმა და პერიოდი მხოლოდ 3 ქულით წააგეს, მთლიანად თამაშის ანგარიში კი 152-113
კიდევ ერთი საინტერესო თამაში იყო განთიადსა და როუზერს შორის, განთიადს ჰაერივით სჭირდებოდა ამ თამაშში გამარჯვება, ისევე როგორც როუზერს, როუზერი ამ მოგებით ფლეო ოფს საბოლოოდ გაინაღდებდა ხოლო განთიადი გასავარდ ზონას დაახსნიდა თავს. საბოლოოდ კი გაიმარჯვა როუზერმა რომელმაც საბოლოოდ გაინაღდა ფლეო ოფიში თამაში, განთიადს კი დიდი ბრძოლა ელის უმაღლეს ლიგაში დასარჩენად.
ლელო გოლიათის თამაშზეც იგივე შეიძლება ითქვას, გოლიათმა ამ გამარჯვებით ფლეი ოფი ნაწილობრივ გადაწყვიტა ამას დაემატა ბათუმი ბობქეთსის მარცხი გოლდენთან, ბათუმელებს აკლდათ მათი საუკეთესო მოთამაშე ,რამაც დაღი დაასვა მათ შეტევებს, აერიათ ტაქტიკა და ა.შ. ამასთანავე უნდა ითქვას რომ გოლდენსაც აკლდა მათი საუკეთესო მოთამაშე რომელმაც გოლდენის რიგებში მხოლოდ 1 თამაში ითამაშა და ტრავმა მიიღო, თვითონ შეხვედრა კი საკმაოდ საინტერესო სანახავი გამოდგა, გოლდენის მცირედი უპირატესობით მიმდინარეობდა,განსაკუთრებით აქტიურობდა გუსტავო რომერო, არგენტინელი ლეგიონერი.სწორედ მისი დიდი ძალისხმევით მოიგეს გოლდენელებმა ეს თამაში და ცოტათი გაიუმჯობესეს სიტუაცია ჯგუფში...ანგარიში 110-126 გოლდენის სასარგებლოდ


რაც შეეხება დასავლეთ კონფერენციას
არცერთი თამაში არ ყოფილა დაძაბული,ყველა ფავორიტმა ადვილ გამარჯვებას მიახწია.

რიჩმონდელმა მზეთავებმა გადაუარეს კაკტუსს ზედმეტი ნერვიულობის და ოფლის დაღვრის გარეშე, ამ გამარჯვებით რიჩმონდი საფლეიოფო 4 ეულში და ფლეი ოფში მოხვედრაც არ უნდა გაუჭირდეს, სადაც მიმინო დაელოდება , ამ წყვილის შედეგი კი ადვილი გამოსაცნობი იქნება...
ნუჩუისტებმაც გადაურეს გალათასარაის, ბატონი მიხეილის გუნდი ახლა მხოლოდ იმისთვის თუ ითამაშებს რომ ჯორჯიანთან საფლეიოფო თამაშის მასპინძლობა მას ხვდეს წილად ამისთვის კი მეორე ადგილზე გასვლაა საჭირო, სადაც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ჯორჯიანი აცხადებს პრეტენზიას , ერთნაირი მოგება-წაგების მაჩვენებელი აქვს ორივეს...ყველაფერი დარჩენილ 4 ტურში გადაწყდება
საინტერესო თამაში უნდა გვეხილა ჯორჯიანსა და ბიგ ბენს შორის , მაგრამ ბრძოლა არ შედგა,ბიგ ბენმა გადაწყვიტა ენთუზიაზმის მომატება და ამიტომ ნახევარი ძალით ითამაშა, რამაც შედეგი გამოიღო და 40 ქულიანი სხვაობით დამარცხნდნენ მეტოქესთან
თბილისი ბულსი, ამ გუნდმა სეზონის პირველი ნახევარი შესანიშნავად ჩაატარა, მაგრამ მეორე ნახევარი კატასტროფულად , ჩააგდო ყველა თამაში და ახლა უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის...მათი ბოლო შეხვედრა ჩემპიონატის ლიდერთან ამ ჩავარდნის კიდევ ერთი გამოვლინება იყო, დათმეს შეხვედრა 30 ქულიანი სხვაობით...მმიმინო კი მაქსიმალურად ემზადება ფლეი ოფისთვის და ამ სეზონში დუბლის შესრულებას აპირებს, ეს კი მიმინოსთვის შესანიშნავი იქნება, ხოლო საქართველოსთვის პირდაპირ ვიტყვი ცუდი! რადგან ბაზერის ჩემპიონთა თასზე მხოლოდ 1 გუნდით ვიქნებით წარდგენილები რაც დამეთანხმებით რომ კარგი არაა

აღმოსავლეთ კონფერენცია

BC Chemicals - DINAMO TBILISI 152 - 113
BT Rouzer - Gantiadi 122 - 113
ლელო - GOLIATI 99 - 106
Batumi Bobcats - Golden Tigress 110 - 126

დასავლეთ კონფერენცია

Richmond Oilers - kaktusi 141 - 108
nuchuistebi - GALATASARAI 135 - 95
tbilisi bulls - Mimino 61 - 92
BIG BAN - georgian 85 - 122

Monday 16 June 2008

XI ტური


ასე და ამგვარად გაიმართა XI ტურის მატჩები უმაღლეს ლიგაში

დავიწყოთ ერთობ საინტერესო მატჩით სადაც ორი კონფერენციის ლიდერი შეხვდნენ ერთმანეთს, მიმინო რომელიც აქამდე წაუგებლად გამოდიოდა ჩემპიონატზე და ჩემიქალსი, მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, უნდა ვთქვა რომ ორივე გუნდმა დამალა თავისი კოზირები რადგან თასის 1/4 ფინალში ისევ მოუწევთ შეყრა ამ კვირაში. პირველ პერიოდში ჩემიქალსმა მოიპოვა უპირატესობა რასაც ინარჩუნებდნენ მესამე პერიოდამდე სანამ მიმინომ პატარა გაქცევა არ მოახერხა და მეოთხე მეოთხედის წინ მიმინოელები მცირედით აგებდნენ სულ 2 ქულა იყო სხვაობა, მაგრამ ბოლო პერიოდშიც ცოტათი უკეთესი იყო ჩემიქალსი და მანვე მოიგო 1 ქულით ბოლო პერიოდი, მთლიანად თამაში კი 96-93 დასრულდა ბათუმელი ქიმიკოსების სასარგებლოდ
საინტერესო თამაში გამოვიდა ბიგ ბენსა და როუზერს შორის სადაც ბიგ ბენმა აიცილა მესამე ოვერტაიმიანი თამაში და უოვერტაიმოდ მოახერხა ფლეო ოფისთვის მებრძოლი გუნდის დამარცხება, სწორედ არჩეული ტაქტიკით, გამოირჩეოდა როგორც ყოველთვის არგენტინელი შემტევი რიკარდო კარიბონი რომელმაც მორიგი 30 ქულიანი თამაში ჩაატარა, როუზერის რიგებში კი გამოირჩეოდა მისი გერმანელი ლეგიონერი ნორბერტ სტარგარდი, 12 ქულა და 25 მოხსნა...უნდა აღინიშნოს რომ გივი თარხან მოურავმა აშკარად დათმო პირადი დუელი კარიბონთან, ხოლო ბიგ ბემა პერიმეტრის გარედან უფრო ზუსტი თამაშის ხარჯზე მოახერხა გამარჯვება , უნდა ითქვას ბიგ ბენელი ტაკა ჯანაშიას სამმაგი დუბლი ( 19 ქულა, 15 მოხსნა, 11 ჩაჭრა + 2 ბლოკი ) საბოლოო ანგარიში კი 124-112 ბიგ ბენის სასარგებლოდ
რიგით მესამე გამარჯვება მოიპოვა გოლდენმა, რომელმაც რიჩმონდ ოილერსი დაამარცხა, უნდა ითქვას რომ ამ თამაშში უპირატესობას მეზეთეები ფლობდნენ მაგრამ მესამე მეოთხედში დაშავდა მათი საუკეთესო მოთამაშე ლეკიაშვილი რამაც გოლდენის გააქტიურება გამოიწვია, მათ პირწმინდად მოიგეს ფარი და მთავარი ფაქტორიც მათ გამარჯვებაში სწორედ ეს იყო, ანგარიში 94-86 გოლდენელი ვეფხვების სასარგებლოდ
მორიგი ადვილი გამარჯვებები ჩაიწერეს ნუჩუისტებმა, დინამო თბილისმა, ჯორჯიანმა , გოლიათმა და ბათუმი ბობქეთსმა...უკვე დაიწყო ბრძოლა ფლეო ოფებისთვის და ალბათ დამეთანხმებით რომ თამაშიც უფრო საინეტერესოდ მიიმდინარეობს...

XI ტურის მატჩები:
BIG BAN - BT Rouzer 124 - 112
Mimino - BC Chemicals 93 - 96
GALATASARAI - GOLIATI 110 - 135
Richmond Oilers - Golden Tigress 86 - 94
nuchuistebi - Gantiadi 85 - 58
tbilisi bulls - DINAMO TBILISI 71 - 125
kaktusi - Batumi Bobcats 90 - 133
georgian - ლელო 112 - 105

Wednesday 4 June 2008

მეშვიდე ტური

დასავლეთი
ამ კონფერენციის ლიდერმა”თბილი ჰორნეთსმა”, საკუთარ არენაზე ადვილად დაამარცხა “დანდურა”. მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და მატჩიც 79:53 მოიგეს. შეიძლება ითქვას, რომ სტუმრები ფარზე არ გააკარეს, 68 ბურთი მოხსნეს, აქედან მეტოქის ფარზე 22 !
“ნიუ ორლეანს არენაზე” საუკეთესონი იყვნენ, “ჰორნეთსის PF კალაძე და ცენტრი სააკაძე, რომლებმაც ორმაგი დუბლი შეასრულეს. დამარცხებული გუნდიდან კი მხოლოდ ერთმა მოთამაშემ გადალახა 10 ქულიანი ზღვარი.
საინტერესო მატჩი გაიმართა “აზოტსა” და “მაჯლაჯ ბოისს” შორის. გუნდები ამ მატჩამდე ზედიზედ ორი მარცხით მოვიდნენ. სტუმრებისთვის ეს მატჩი მნიშვნელივანი იყო, წაგების შემთხვევაში საფლეიოფო ზონას უფრო დაშორდებოდნენ.
ამიტომ “მაჯლაჯ ბოისმა” აქტიურად დაიწყო მატჩი. მათ აქცენთი ადრეულ შეტევაზე გააკეთეს, რამაც პირველ და მეორე პერიოდში გაამართლა და ტაიმიც 48:34 მოიგეს. მეორე ნახევარმა კი თანაბარ ბრძოლაში ჩაირა. “აზოტი” შეეცადა გარდატეხა შეეტანა შეხვედრაში და საკუთარი გულშემატკივრები გაეხარებინათ, თუმცა ეს არ გამოუვიდათ და ზედიზედ მესამე მატჩიც წააგეს, ამჯერად 104:94.
“ბარსაგაუმ” ძველი მენეჯერის ხელმძღვანელობის გარეშე ბოლო მატჩი ჩაატარა და “ფენერბახჩე” 105:95 დაამარცხა.
შემდეგ ტურში, გუნდი ახალი სახელით გამოვა. “სუპერ ბასკეთბოლი”. ვნახოთ რამდენად წარმატებული იქნება, ახალი მენეჯერის ექსპერტი 2-ს დებიუტი.

Sunday 1 June 2008

მეშვიდე ( VII ) ტური




გაიმართა უმაღლესი ლიგის მეშვიდე ტური...ეს ტური გამოირჩა 2 დაძაბული მატჩით და ერთი უდანაკარგო ლიდერის დარჩენით უმაღლეს ლიგაში, მოკლედ მივყვეთ მოვლენებს...
დავიწყოთ მატჩიდან რომელიც Vake Streetball Court-ზე შედგა და რომლის ბილეთებიც მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გაიყიდა ( SOLD OUT ), 5928 გულშემატკივარი დაესწრო რიჩმოინდ ოილერსისა და ნუჩუისტების მატჩს, რიჩმონდმა რამდენიმე დღის წინ დათმო ნუჩუისტებთან თასის მატჩი და ნამდვილი რევანშის სურვილით იყო შეპყრობილი, პირველი მეოთხედის მიხედვით ნამდვილად კარგად მისდიოდათ საქმე, რიჩმონდას მოძრავი ტაქტიკა და ნუჩუისტების 3-2 ზონა, რომელსაც წესით უნდა გაემართლებინა თუ გავითვალისწინებთ მის სამ წამიანს, ორი ნაკრების წევრი გუნდში...მაგრამ პირველი მეოთხედი "მეზეთეები" იგებენ 22-17-ს, აი მეორე ნახევარში ნამდვილი საჩემპიონოდ შემართული გუნდი ვნახეთ რომელმაც პირწმინდად დაჩაგრა მეტოქე და ეს გარდასახა კიდეც ანგარიშში, 23-8, ძაან ცოტა თუ იფიქრებდა რომ ამ მატჩის შემობრუნებას შეძლებდა რიჩმონდა, მაგრამ ასე არ ფიქრობდა რიჩმონდას მწვრთნელი რომელმაც მესამე მეოთხედი მოიგო ანგარიშით 15-24 და მთლიანად შეხვედრაში 1 ქულამდე დაიყვანა სხვაობა, 55:54 ნუჩუისტების სასარგებლოდ, მეოთხე მეოთხედი კი ნამდვილად თრილერი გამოდგა, რომელშიც უკეთესი რიჩმონდა გამოდგა , საბოლოო ანგარიშია 78-76, ლეკიაშვილის 33 მა ქულამ დიდად განაპირობა ამ მატჩი რიჩმონდ ოილერსის გამარჯვება...
წააგო ბიგ ბენმაც რომელმაც რატომღაც დაასვენა მისი საუკეთესო მოთამაშეები და მეორე გუნდით გავიდა თბილისი ბულსთან სათამაშოდ, შედეგიც კარგი მოიმკო 147-105, ბიგ ბენი დამარცხდა...მისი ერთადერთი ნათელი წერტილი, არგენტინელი მსროლელია რომელმაც 15 წუთში 4 სამქულიანი ჩააგდო და 24 ქულას მოუყარა თავი...
წესით საინტერესო მატჩი უნდა შემდგარიყო მოქმედ ჩემპიონ ჯორჯიანსა და მიმინოს შორის მაგრამ გაგვიცრუვდა იმედები , ეს ალბათ იმითაა გამოწვეული რომ სპაროუ ( ჯორჯიანის მენეჯერი , დამაარსებელი და გუნდის აღმასრულებელი დირექტორი ) თავის პრიორიტეტად ჯერ კიდევ ჩემპიონთა თას თვლის, მიმინოს კი ჩვენს ჩემპიონატში ნამდვილად საუკეთესო გუნდი ყავს, შეიძლება ითქვას საჩემპიონოც....
ბოლო მატჩი ამ კონფერენციაში, ორი აუტსაიდერის დაპირისპირება, გალათასარაი უფრო კარგი გუნდი ყოფილა კაკტუსზე, მაგრამ კაკტუსზე მოგვიანებით ვისაუბროთ ( სპეციალურ გამოშვებაში ) ) ანგარიში კი 97-72 , თურქული ლეგიონერი გუნდის სასარგებლოდ...



ეხლა რაც შეეხება აღმოსავლეთ კონფერენციას...
დავიწყოთ დაფის და როუზერას თამაშით, უნდა ვთქვა რომ დაფმა ალბათ მოინდომა რომ წაეგო ეს თამაში თორემ ჩემიქალს არ უნდა წაეგო არანაირ შემთხვევაში, ერთადერთი გასმართლებელი საბუთი შეიძლება იყოს დაფის თასზე მობილიზირება, რამაც შედეგი ამ ხუთშაბათს უნდა მოგვცეს, ვნახოთ და დაველოდოთ, თამაში კი როუზერის აშკარა უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით დამთავრდა ანგარიშით 86-107
თითქმის ერთნაირად მოიგეს დინამო თბილისმა და ლელომ, ორივემ მცირედი უპირატესობით იმარჯვა ამ ტურში და აღსასნიშნავია ლელოს ასეთი კარგი თამაში, მათ თუ ასე გააგრძელეს ალბათ ფლეო ოფში გასვლა არ უნდა გაუჭირდეთ ....
და ბოლოს, კონფერენციის ყველაზე დაძაბული თამაში, გოლდენი - გოლიათი, შეიძლება გახსოვდეთ ამ გუნდების თასის დაპირისპირება სადაც გოლდენმა 2 წუთში 7 ქულიანი უპირატესობა გაფლანგა და თასს უსახელოდ დაემშვიდობა, ახლაც პირველი პერიოდი გოლდენმა მოიგო, მაგრამ მეორე პერიოდში ასე ვთქვათ გადაუარა გოლიათმა და მოიგო არა მარტო მეორე პერიოდი და პირველი ნახევარი არამედ მთლიანად მატჩი , მთელი მეორე ნახევარი ეცადა გოლდენი ანგარიშის შემცირებას, ბოლო წამებზე ორ ქულამდეც დაიყვანეს სხვაობა მაგრამ არგენტინელი მძიმე ფორვარდის ნასროლ სამიანს რომ ჩაგდება არ ეწერა ყველამ კარგად იცოდა, ამიტომ დამარცხდა გოლდენი ხოლო გოლიათმა გაიმარჯვა, აღსანიშნავია გოლდენის რიგებში თურგი ლეგიონერის თამაში რომელმაც 49 ქულა მოიხვეჭა და დამსახურებულად გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე, საბოლოო ჯამში ანგარიშო 110-112 გოლიათის ასე ვთქვატ ცოტათი გამართლებული გამარჯვება...


აღმოსავლეთი:

BC Chemicals - BT Rouzer 86 - 107
Golden Tigress - GOLIATI
110 - 112
DINAMO TBILISI - Gantiadi 109 - 89
Batumi Bobcats - ლელო 93 - 106

დასავლეთი:
nuchuistebi - Richmond Oilers 76 - 78
BIG BAN - tbilisi bulls 105 - 147
georgian - Mimino
69 - 98
GALATASARAI - kaktusi 92 - 72

2.4 დასავლეთის მიმოხილვა

ტურის ცენტრალური შეხვედრა """""""""მიზან"""""""" ცენტრში" გაიმართა, სადაც ადგილობრივი "ჭეშმარიტი მგლები" მეორეადგილოსაც "ბითერებს" დაუპირისპირდნენ. ამჯერად მაყურებელმა ვერ გაავსო სარბიელი ბოლომდე, რადგან თასიდან გამობუნძულებით განცდილი სულიერი ტრავმა ჯერ კიდევ დიდი იყო sad.gif

"ბითერები" ამ მატჩისთვის მთლიანად განახლებული შემადგენლობით წარსდნენ. რაც მთავარია, მათი ახალი მწვრთნელი ვინმე მექანიკური ფორთოხალი კი არა, თვით abdu_steve იყო, რომელიც სუნთქავს, ჭამს და ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას ცდილობს.

თავად თამაში საკმაოდ დუნედ წარიმართა. "მგლებმა" თავიდანვე შეძლეს სხვაობაში წინ გაჭრა და უპირატესობას მთელი თამაშის განმავლობაში ინარჩუნებდნენ. თუმცა, მეორე და მეოთხე მეოთხედევში მათ დაღლა ეტყობოდათ, რაც წუხანდელ ქეშაობას შეგვიძლია დავაბრალოთ.

წაგებისდა მიუხედავად სტუმართა გუნდმა სპეციალისტთა დიდი მოწონება დაიმსახურა. მან გუნდი გამართული ტაქტიკით ათამაშა და მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეებს მთლად ლამფოჩკებიც არ დაუხნიათ, ნამდვილად ღირეულად წარმოჩდნდნენ მთლიანი ლიგის უდაო ფავორიტთან.

მგლებმა კი მოთამაშეთა ფორმას უნდა მიხედონ. თორემ მხოლოდ ენთუზიაზმის აწევით შორს ვერ წავლენ biggrin.gif

--------
დაძაბულობის მხრივ ბევრად საინტერესო გამოდგა "საბურთალო ეშმაკებისა" და ქვედა ვედის "კივილის" დაპირისპირება. საბურთალოები თამაშის უდიდესი ნაწილის განმავლობაში ლიდერობდნენ, თუმცა მეოთხე მეოთხედიკენ დიხანიაში დაერხათ და ვეღარ დარბოდნენ. ამის მასპინძლებმა კარგად ისარგებლეს და ეშმაკები სულ დატყლიზნეს.

საბედისწერო შეცდომა საბურთალოს მწვრთნელმა დაუშვა, როდესაც აქცენტის ფარზე გაკეთებას ადრეული შეტევა ამჯობინა. ეს ალბათ მის გამოუცდელობას უნდა დავაბრალოთ. აღსანიშნავია, რომ ახალი მენეჯერის ხელში ეშმაკები ყველა თამაშში 102 ქულას უშვევენ. საინტერესოა, როდის დაირღვევა ეს უსიამოვნო ტრადიცია?! ჰააა?

--------
ტურის მესამე შეხვედრაში "ლამერები" "ვერიგგერებს" ეწვიენ. "ვალჰალაში" სრული ანშლაგი იყო. აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ სტადიონს მიმაგრებული მებატიბუტეები, რომლებმაც მთელი 2007 წლის სიმინდის მოსავალი გაასაღეს.

ტაქტიკურ რისკზე წასვლა ვერცერთი გუნდის თავკაცმა ვერ გაბედა. საბოლოოდ კი უპირობო გამარჯვება მასპინძლებმა მოიპოვეს ძალიან სოლიდური მესამე მეოთხედის გამო. მაყურებელთა გაკვირვება გამოიწვია მწვრთნელია გადაწყვეტილებამ, რომელმაც ძირითად მსუბუქ ფორვარდად ვინმე ბალიაშვილი დააყენა. ამ უკანასკნელმა თავისი ტლანქი და არადამაჯერებელი მოქმედებით მაყურებელთა გინება და კრულვა დაიმსახურა. სპეციალისტებმა კი მას 1 ქულა დაუწერეს, რაც ბოზერას ისტორიაში ძალიან იშვიათი შემთხვევაა. თუმცა, ბალიაშვილი ალბათ მომავალ შეხვედრასაც ძირითად ხუთეულში დაიწყებს, რადგან ვერინგერების მწვრთნელი ამ რეპორტაჟს არ წაიკითხავს, თავისით კი ის ვერასდროს მიხვდება, რომ ეს ეს იგროკი მაგარი ბანძი როჟაა.

--------
უკანასკნელ შეხვედრაში "ტერორისტებს" და მესოსისეებს შორის გაიმართა ნახევრად ცარიელ "მარაკანაზე". "ივერიამ" ეს თამაში მოთამაშეთა უფრო მაღალი კლასის ხარჯზე მოიგო, თორემ ტაქტიკის შერჩევით არცერთ მწვრთნელს არ აუტკივებია თავი.

არადა დასაწყისი მასპინძლებისთვის მართლად რომ შოკისმომგვრელი იყო. პირველ მეოთხედში ტერორისტებმა შეძლეს მტოქის დათრგუნვა და 30-16 გაიჭრნენ წინ. თუმცა აქ თავი იჩინა დაღლილობამ და მოკლე სათადარიგო სკამმა. ბურთი სულ უფრო იშვიათად ვარდებოდა მასპინძელთა კალათში. "ივერიამ" კი ტემპს უმატა და პარკეტს მთლიანად დაეპატრონა. ბოლო მეოთხედში სტუმრები უკვე თამაშზე აღარც ფიქრობდნენ და ერთმანეთში პულს უზომავდნენ. ივერია კი ქულას ქულაზე აგდებდე და მაყურებელს სულ "ურაა" აძახებინა.


მადლობა [b]მიხეილ რძე[/b]-ს ( nuchuistebi )

Friday 30 May 2008

II.2

ორივე კონფერენციის ლიდერებმა საკუთარი მატჩები მოიგეს და ლიდერობა განიმტკიცეს, ეს გამარჯვებები მათთვის ზედიზედ მეექვსე იყო.
დასავლეთის ლიდერმა Tbilisi Hornets-მა დაძაბულ ბრძოლაში და ორი ქულის სხვაობით 76:74 დაამარცხა Majlaj Boys-ი.
Majlaj Boys-მა ბოლო პერიოდი 24:19 მოიგო, თუმცა ესსაკმარისი არ გამოდგა, რადგან მათ სამი პერიოდი წაგებული ჰქონდათ. ამ მარცხით, ისინი მეხუთე ადგილზე არიან!
ამავე კონფერენციის უკვე მეორე ადგილოსანს არ გასჭირვებია აუტსაიდერი FENERBAXCHE-ს დამარცხება. რაც 25 ქულიან სხვაობაში აისახა. 97:52. აღსანიშნავია, რომ მატჩის ბედი პირველი ნახევრის მერე გარკვეული იყო, როცა Raulasbichebma ტაიმი 45:11 გაიმარჯვა!
მატჩის სნაიპერი გახდა გამარჯვებული გუნდის ცენტრი თარხან-მოურავი, რომელმაც 33 წუთში 23 ქულა და 14 მოხსნა გააკეთა.
FC Dandura_მ დაძაბულ ბრძოლაში, მისსავე მოედანზე azoti დაამარცხა.
მასპინძლებმა, მოწინააღმდეგეს მხოლოდ სამი პერიოდი გაუწიეს წინააღმდეგობა. ბოლო პერიოდში კი FC Dandura-მ 13:1 მოახერხა გაქცევა და თამაშიც მოიგო 96:84.
მატჩის საუკეთესო მოტამაშე გახდა გამარჯვებული გუნდის სათადარიგო SF პაატა სიგუა,რომელმაც 18 წუთში 22 ქულა და 5 მოხსნა გააკეთა!

აღმოსავლეთის კონფერენციაში კი ყველა მატჩში ფავორიტებმა მოიგეს. ლიდერმა Pacers-მა, 93:68 დაამარცხა Lizard-ი.
მეორე ადგილოსანი Rustavi 2008 სტუმრად დამარცხდა, dapadela-სთან 79:89.
კონფერენციაში ახალი გუნდი გამოჩნდა მერცხალი, რომელმაც rivende-ის ადგილი დაიკავა!


მადლობა dundee-ს

მეექვსე ტური


გაიმართა მორიგი ტური საქართველოს უმაღლეს ლიგაში, ყველა ფავორიტმა თავის სასარგებლოდ დაამთავრა მატჩები. გასაკვირი იყო როუზერის ასეთი სხვაობით დამარცხება ბათუმი ბობქეთსთან, მაგრამ ამ მარცხს მაინც შეიძლება ახსნა მოეძებნოს იმით რომ როუზერს თამაში ქონდა თასზე მიმინოსთან ( უნდა ითქვას რომ ის მატჩიც დათმო ) ნამდვილად ვერ დაუბრუნდა ძველებურ ფორმას როუზერის ლიდერი და საქართველოს ნაკრების წევრი გივი თარხან-მოურავი, რომელმაც სროლების უმეტესობა ააცილა და თამაში 5 დაკარგვით დაამთავრა სულ კი 44 წუთში მხოლოდ და მხოლოდ 10 ქულას მოუყარა თავი ,საბოლოო ჯამში კი ანგარიშით 76 - 112 ბობქეთსმა გაიმარჯვა...
მორიგი გამარჯვება მოიპოვა დასავლეთის უპირობო ლიდერმა BC Chemicals ლელოსთან 89 - 63...
საინტერესო და კარგი სანახავი გამოდგა გოლიათისა და დინამო თბილისის შეხვედრა, ორივე გუნდი ცდილობდა გამარჯვებას რა თქმა , ძალიან ბევრი იყო 3 ქულიანი სროლები რამაც განაპირობა უმეტეს წილად ქულათა მოზღვავება საბოლოო ანგარიშია 137 - 125 გოლიათის სასარგებლოდ
ტურის ბოლო მატჩში განთიადმა დაამარცხა გოლდენი და ორივე გუნდს 2 მოგების წილად 4 წაგება დაუგროვდათ...თვითონ მატჩი არც თუ ისე კარგი სანახავი გამოდგა რადგან განთიადმა თავიდანვე გადაწყვიტა ამ თამაშის ბედი და 1 ნახევრის შემდეგ მეორე გუნდის მოთამაშეებს მისცა ასპარეზობის უფლება თუმცა გოლდენმა მხოლოდ და მხოლოდ მეოთხე მეოთხედში მოახერხა ანგარიშის შემცრირება, საბოლოო ანგარიში 82 - 94 განთიადელეთა სასარგებლოდ!

სრულიად საპირისპორო ვითარება იყო მეექვსე ტურში აღმოსავლეთის დივიზიონში
აქ შედგა რამდენიმე ძალიან დაძაბული და კარგი სანახავი მატჩი
დავიწყოთ ნუჩუისტებისა და თბილისი ბულსის მატჩით, როგორც უკვე ვთქვი ძალიან კარგი სანახავი გამოდგა, ნუჩუისტებმა ადრეულ შეტევაზე გააკეთეს აქცენტი რასაც თბილისის ხარებმა პრესინგის თამაშით უპასუხეს, ზუსტად ამის გამო იყო რომ სტუმრად მოთამაშე ნუჩუისტების მოთამაშეებმა 30 ჯერ დაკარგეს ბურთი 13-ის წინააღმდეგ, პირველი ნახევარი 1 ქულიანი უპირატესობით მოიგო თბილისი ბულსმა, 22-23...დანარჩენ 3 მეოთხედში ნუჩუისტები ბევრს ეცადნენ რომ გამოესწორებინათ თამაში, ქონდათ კიდევ რამდენჯერმე ამის შანსი მაგრამ ამ თამაშში თბილისი ბულსი უფრო ძლიერი იყო...119-110...უნდა ვთქვათ ასევე ნუჩუისტების ჩემპიონთა თასზე გამოსვლაზე, ამ გუნდმა უკვე მესამე მატჩი მოიგო და 1/16 ფინალში გავიდა სადაც არც თუ ისე სერიოზული მეტოქე ყავს, ამ ეტაპის გასვლაც არ უნდა გაუჭირდეს...წარმატებები მის მენეჯერს!!!
მეორე ქართულმა გუნდი რომელიც ჩემპიონთა თასზე ასპარეზობს, ცოტათი ჩემპიონატზეც გადმოერთო და შედეგიც მოიმკო, ასე ვთქვათ გადაუარეს კაკტუსის გუნდს, ანგარიში 105-57 ყველაფერზე მეტყველებს
კიდევ ერთი საინტერესო მატჩი გაიმართა ბიგ ბენისა და რიჩმონდ ოილერსის მონაწილეობით , არ შეიძლება არ ავღნიშნო ბიგ ბენის გამართლება, არა მარტო ამ თამაშში არამედ მთლიანად ჩემპიონატში, ამ გუნდმა თუ ესე გააგრძელა შეიძლება არც გავარდეს. რიჩმონდ ზეთიანებმაც იგივე განიცადეს რაც როუზერმა, მათაც აქცენტი თასის თამაშზე გადაიტანეს და ... ბიგ ბენის გამარჯვება 103-91. ბიგ ბენის სნაიპერმა რიკარდო კარიბონიმ შეხვედრა 26 ქულით დაამთავრა, მანდ 10 დან 6 სამქულიანი გამოიყენა....
რა შეიძლება დაწერე უპირობო ლიდერისა და უიმედო აუტსაიდერის თამაშზე? მიმინო - გალათასარაი 144-87


დასავლეთი:

BT Rouzer - Batumi Bobcats 76 - 112
BC Chemicals - ლელო 89 - 63
GOLIATI - DINAMO TBILISI 137 - 125
Golden Tigress - Gantiadi
82 - 94

აღმოსავლეთი:
Richmond Oilers - BIG BAN 91 - 103
nuchuistebi - tbilisi bulls
110 - 119
Mimino - GALATASARAI 144 - 87
georgian - kaktusi
105 - 57

Monday 26 May 2008

მეორე დივიზიონი საქართველოში



მეორე დივიზიონი საქართველოში

II.1 დივიზიონი
ამ დივიზიონში ორივე კონფერენციაში პირველ-მეორე ადგილები ალბათ უკვე გარკვეულია,არავისთვის მოულოდნელი არაა ზოროს ცხრილის სათავეში ყოფნა, ეს გუნდი შარშან სუპერფინალში გავიდა და 2-1 დათმო სერია, მაგრამ წელს ალბათ უმაღლესში გადმოსვლისთვის იბრძოლებს, საკმაოდ ცუდად ასპარეზობს უმაღლესიდან გავარდნილი _R@uL_ რომელსაც 5 დან მხოლოდ 2 მატჩი აქვს მოგებული და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა თუ უნდა შემადგენლობის გაძლიერებაზე და გაახალგაზრდავებაზე უნდა იზრუნოს...
II.2 დივიზიონი
აქ თბილისი ჰორნეთსი ლიდერობს 100% მაჩვენებლით დასავლეთის დივიზიონში, ძალიან ძლიერი დივიზიონია უნდა ითქვას, ყველა გუნდი ძალიან კარგად თამაშობს და ცდილობს რომ რაც შეიძლება მეტს მიახწიოს, უნდა ავღნიშნოთ Majlaj Boys , რომელსაც ყავს კარგი შემადგენლობა , ძალიან კარგი ახალგაზრდა გამთამაშებელი რომელსაც თუ სწორედ გაავითარებს ნაკრებშიც ექნება შანსი, ასევე კარგი გუნდია FC Dandura, Azoti და raulasbichebi როგორც ხედავთ 5 გუნდი იქნება ფლეო ოფის 4 საგზურის მაძიებელთა შორის , ერთი ადგილი ალბათ ჰორნეთს აქვს უკვე განაღდებული თუმცა ფლეო ოფზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ძალიან ადრეა...წარმატება ყველას
რაც შეეხება აღმოსავლეთის დივიზიონს , აქაც ერთპიროვნლად ლიდერობს პეისერზი 5 დან 5 გამარჯვებით , შემდეგ მოდი 4 გუნდი რომელთაც შეუძლიათ იბრძოლონდ მინიმუმ კონფერენციის ფინალისთვის

მეხუთე ( V ) ტური


მეხუთე ( V ) ტური

გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩები უმაღლეს ლიგაში
საკმაოდ საინტერესო მატჩი შედგა BT rouzer -სა და ლელოს შორის
თავიდან როუზერმა მშვენივრად დაიწყო თამაში, მათ აქცენტი გააკეთეს ადრეულ შეტევაზე რასაც ლელომ 3-2 ზე შეტევა დაუპირისპირა, ამ ყველაფერს მოყვა ის რომ პირველი მეოთხედი როუზერმა მოიგო 27-18 ...ამ თამაშში გადამწყვეტი აღმოჩნდა, სადაც ლელომ ასე ვთქვათ გაილაღა და მისმა მოძრავმა ტაქტიკამ შედეგი გამოიღო, 38-23 მეორე პერიოდის ანგარიშია, მემგონი ყველაფერი ნათელია ამ თამაშში, მესამე მეოთხედიც ლელოს 3 ქულიანი უპირატესობით დამთავრდა და სამი პერიოდის შემდეგ ანგარიში იყო 81-72 , ბოლო მეოთხედში როუზერი ბევრს ეცადა მაგრამ არაფერი გამოუვიდა მისდა სამწუხაროდ და თამაში მორჩა ანგარიშით 106-96 ლელოს სასარგებლოდ...შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ლელოს მსუბუქი ფორვარდი იმედა ანჩაბაძე გახდა, 33 ქულა , 6 მოხსნა და 4 პასი...

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია დინამო თბილისის გამარჯვება გოლდენზე 80-72...
დასავლეთის მარადმწვანე ჩემპიონმა Duff -მა და მისმა BC Chemicals მა ბათუმურ დერბიში დაამარცხა Batumi Bobcats ანგარიშით 70 - 86
მეოთხე თამაშში ჩემპიონატის აქამდე მოუგებელმა გუნდა განტიადმა გასვლაზე დამარცხა გოლიათი ანგარიშით 95-84...ამ შედეგებზე დაყრდნობით უნდა ითქვას რომ დასავლეთში სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია და ფლეო ოფისთვის ყველა გუნდი აპირებს ბრძოლას...რაც ისევ და ისევ ჩვნი ჩემპიონატისთვის და ეროვნული ნაკრებისთვის იქნება კარგი


აღმოსავლეთის დივიზიონში არცერთი დაძაბული თამაში არ გვქონდა, ყველა ფავორიტმა თავის სასარგებლოდ დაამთავრა მატჩები
მოიგო საქართველოს 2 გზის ჩემპიონმაც georgian-მა რომელმაც დაამარცხა ჩემპიონატის უიმედო აუტსაიდერი GALATASARAI ანგარიშით 127-96...თავისი მატჩი მოიგო ასევე მიმინომაც რომელმაც გაანადგურა, მიწასთან გაასწორა და ააოხრა მენეჯერ გაქცეული კაკტუსი, ანგარიშით 131-49, ანგარიში ყველაფერზე მეტყველებს...
გაიმარჯვა ნუჩუისტებმაც ქართველი ფილ ჯექსონის მეთაურობით, მათ დაამარცხეს თავშიავარდნილი BIG BAN ი და იქნება ეხლა მაინც ჩამოვარდეს მიწაზე ეს ლონდონურ-ქართული გუნდი...საბოლოოდ ნუჩუისტებმა მოიგეს ანგარიშით 77-52...ტურის ბოლო მატჩი კი შედგა Richmond Oilers-სა და tbilisi bulls-ს შორის, ამ სეზონში მშვენივრად მობურთავე რიჩმონდ ზეთელებმა ეს მატჩიც სათავისოდ დაამთავრეს და ფლეო ოფში შემსვლელ ოთხეულზე უკვე აქედანვე გააკეთეს მოთხოვნა ...საკმაოდ დაძაბული თამაში უნდა შედგეს საქართველოს თასზე ამ ხუთშაბათს, ერთმანეთს დაუპირისპერდება საქართველოს უმაღლესის ორი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი Richmond Oilers და nuchuistebi , ამ თამაშზე ხუთშაბათ საღამოს ვისაუბროთ...

ეხლა კი მეხუთე ტურის ყველა მატჩის შედეგი

აღმოსავლეთ კონფერენცია

tbilisi bulls - Richmond Oilers 87 - 110
BIG BAN - nuchuistebi 52 - 77
kaktusi - Mimino 49 - 131
GALATASARAI - georgian 96 - 127
დასავლეთის კონცერენცია:

ლელო - BT Rouzer 106 - 96
Batumi Bobcats - BC Chemicals 70 - 86
DINAMO TBILISI - Golden Tigress 80 - 72
Gantiadi - GOLIATI 95 - 84


Sunday 18 May 2008

მესამე ტური


მესამე ტური

თავიდანვე დავიწყოთ იმით რომ ამ ტურში მხოლოდ და მხოლოდ ორი დაძაბული შეხვედრა გვქონდა და ეს ორივე Big 8 -იანის გუნდებით იყო....დანარჩენი შეხვედრების უმეტესობა ლოგიკურად დამთავრდა თუ არ ჩავთვლით Great 8-იანის და საქართველოს უცვლელი ჩემპიონის მარცს BIG BAN -თან, ამ თამაში ძალიან უსუსარად თამაშობდნენ Georgian-ის მოთამაშეები და ეს ყველაფერი შედეგზეც აისახა, დამსახურებული, მაგრამ მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვეს BIG BAN-ის მოთამაშეებმა, ანგარიშით 59 - 71
ახლა კი გადავინაცვლოთ ლელო-ს არენაზე სადაც 6258 მაყურებელი დაესწრო ლელო-ს და GOLIATI-ს თამაშს, თამაში ძალიან კარგი გამოდგა, GOLIAT-მა სამ წამიანზე გააკეთა აქცენტი რასაც ლელო-ს მხრიდან მოძრავი ტაქტიკა დახვდა. პირველი მეოთხედი ისევე როგორც მთლიანად თამაში თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, პირველი მეოთხედი გოლიათმა მოიგო 19-18, ეს ერთ ქულიანი სხვაობა მეორე მეოთხედშიც შეინარჩუნა და ტაიმი 49-48 მორჩა გოლიათის სასარგებლოდ, მესამე მეოთხედში ლელო გააქტიურდა, რამდენიმე სამიანის შემდეგ გუნდი წინაც გავიდა და მეოთხედი 26-28 მოიგო ,თამაში კი 1 ქულით დაწინაურდა, ამ თამაში ნათელი იყო რომ ყველაფერი ბოლო, მეოთხე მეოთხედში გადაწყდებოდა და ასეც მოხდა, 25-27 ლელოს სასარგებლოდ და თამაშიც ლელოს გამარჯვებით დამთავრდა 100-103...მატჩის საუკეთესო მექულე გოლიათის მძიმე ფორვარდი ფრენკ ქროუ გახდა, მის ანგარიშზე 23 ქულა იყო , რასაც 10 მოხსნა და 5 პასიც მიამატა...

ამავე დროს მიმდინარეობდა თამაში ბათუმი ბობქეთსა და გოლდენს შორის, სადაც პირველ მეოთხედში უდავო უპირატესობას ფლობდნენ გოლდენის კალათბურთელები, მათ პირველი მეოთხედი მოიგეს 25-11 , მეორე მეოთხედის შუაწელში კიდევ უფრო წინ გაიჭრნენ მაგრამ პირველი ნახევრის ბოლოს ბათუმელებმა შეძლეს სხვაობის შემცირება და მეორე მეოთხედი დამთავრდა ანგარიშიც 33-36 ბობქეთსის სასარგებლოდ, ტაიმი კი 58-47 გოლდენმა მოიგო...მესამე მეოთხედში პარკეტზე მთლიანად ბათუმელები გაბატონდნენ, რომლებიც ცდილობდნენ სამ ქულიანებით გასულიყვნენ ფონს რასაც მეტოქემ 1-1 ზე პერსონალური თამაშით უპასუხა , მესამე მეოთხედი კი 13-24 მორჩა და მთლიანად შეხვედრაშიც გათანაბრდა ანგარიში, 71-71, ყველა მეოთხე მეოთხედს ელოდებოდა სადაც დიდი თრილერი დატრიალდა, 8 წამით ადრე როდესაც გოლდენი 2 ქულით იყო წინ ბათუმელმა ბახარ მაისურაძემ ძალიან ძნელი სიტუაციიდან სამ ქულიანი ჩააგდო და ბობქეთსი წინ გავიდა 1 ქულით, ამას მოყვა გოლდენის მწვრთნელის წუთ შესვენება და 0.1 წამით ადრე გოლდენის და საქართველოს ნაკრების ცენტრმა ლუხუმი ღადაევმა 2 ქულიანი ააცილა, მაგრამ მასზე დაჯარიმდნენ და მანაც არ გაუშვა ეს შანსი ხელიდან...გოლდენის პირველი გამარჯვება ამ სეზონში...მატჩის სნაიპერი გოლდენის თურქი ლეგიონერი ჰუსამეტინ სარარი გახდა 26 ქულით რასაც 13 მოხსნა და 2 ბლოკიც მიამატა...

სხვა შეხვედრები კი შემდეგნაირად დასრულდა
Big 8
Gantiadi - BT Rouzer 117 - 130
DINAMO TBILISI - BC Chemicals 94 - 143
GOLIATI - ლელო 100 - 103
Golden Tigress - Batumi Bobcats 102 - 101
Great 8
kaktusi - Richmond Oilers 52 - 127
GALATASARAI - nuchuistebi 78 - 124
Mimino - tbilisi bulls 131 - 82
georgian - BIG BAN 59 - 71
სატურნირო მდგომარეობა:

პირველ რიგში...

პირველ რიგში...

პირველ რიგში მინდა ყველას მოგესალმოთ და გითხრათ რომ, ამ ბლოგზე დაიწერება ხოლმე თამაშების მიმოხილვა, ანუ ყოველი ტურის მიმოხილვა, არა მარტო უმაღლეს ლიგაზე არამედ მთლიანად საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში...ასე იქნება ხოლმე გეიმერებთან ინტერვიუები, ანუ რას აკეთებენ როგორ და რატომ...( კოზირებს არავინ ითხოვს : ) და ა.შ.
მოკლედ მივყვეთ დინებას....