Sunday 18 May 2008

მესამე ტური


მესამე ტური

თავიდანვე დავიწყოთ იმით რომ ამ ტურში მხოლოდ და მხოლოდ ორი დაძაბული შეხვედრა გვქონდა და ეს ორივე Big 8 -იანის გუნდებით იყო....დანარჩენი შეხვედრების უმეტესობა ლოგიკურად დამთავრდა თუ არ ჩავთვლით Great 8-იანის და საქართველოს უცვლელი ჩემპიონის მარცს BIG BAN -თან, ამ თამაში ძალიან უსუსარად თამაშობდნენ Georgian-ის მოთამაშეები და ეს ყველაფერი შედეგზეც აისახა, დამსახურებული, მაგრამ მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვეს BIG BAN-ის მოთამაშეებმა, ანგარიშით 59 - 71
ახლა კი გადავინაცვლოთ ლელო-ს არენაზე სადაც 6258 მაყურებელი დაესწრო ლელო-ს და GOLIATI-ს თამაშს, თამაში ძალიან კარგი გამოდგა, GOLIAT-მა სამ წამიანზე გააკეთა აქცენტი რასაც ლელო-ს მხრიდან მოძრავი ტაქტიკა დახვდა. პირველი მეოთხედი ისევე როგორც მთლიანად თამაში თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, პირველი მეოთხედი გოლიათმა მოიგო 19-18, ეს ერთ ქულიანი სხვაობა მეორე მეოთხედშიც შეინარჩუნა და ტაიმი 49-48 მორჩა გოლიათის სასარგებლოდ, მესამე მეოთხედში ლელო გააქტიურდა, რამდენიმე სამიანის შემდეგ გუნდი წინაც გავიდა და მეოთხედი 26-28 მოიგო ,თამაში კი 1 ქულით დაწინაურდა, ამ თამაში ნათელი იყო რომ ყველაფერი ბოლო, მეოთხე მეოთხედში გადაწყდებოდა და ასეც მოხდა, 25-27 ლელოს სასარგებლოდ და თამაშიც ლელოს გამარჯვებით დამთავრდა 100-103...მატჩის საუკეთესო მექულე გოლიათის მძიმე ფორვარდი ფრენკ ქროუ გახდა, მის ანგარიშზე 23 ქულა იყო , რასაც 10 მოხსნა და 5 პასიც მიამატა...

ამავე დროს მიმდინარეობდა თამაში ბათუმი ბობქეთსა და გოლდენს შორის, სადაც პირველ მეოთხედში უდავო უპირატესობას ფლობდნენ გოლდენის კალათბურთელები, მათ პირველი მეოთხედი მოიგეს 25-11 , მეორე მეოთხედის შუაწელში კიდევ უფრო წინ გაიჭრნენ მაგრამ პირველი ნახევრის ბოლოს ბათუმელებმა შეძლეს სხვაობის შემცირება და მეორე მეოთხედი დამთავრდა ანგარიშიც 33-36 ბობქეთსის სასარგებლოდ, ტაიმი კი 58-47 გოლდენმა მოიგო...მესამე მეოთხედში პარკეტზე მთლიანად ბათუმელები გაბატონდნენ, რომლებიც ცდილობდნენ სამ ქულიანებით გასულიყვნენ ფონს რასაც მეტოქემ 1-1 ზე პერსონალური თამაშით უპასუხა , მესამე მეოთხედი კი 13-24 მორჩა და მთლიანად შეხვედრაშიც გათანაბრდა ანგარიში, 71-71, ყველა მეოთხე მეოთხედს ელოდებოდა სადაც დიდი თრილერი დატრიალდა, 8 წამით ადრე როდესაც გოლდენი 2 ქულით იყო წინ ბათუმელმა ბახარ მაისურაძემ ძალიან ძნელი სიტუაციიდან სამ ქულიანი ჩააგდო და ბობქეთსი წინ გავიდა 1 ქულით, ამას მოყვა გოლდენის მწვრთნელის წუთ შესვენება და 0.1 წამით ადრე გოლდენის და საქართველოს ნაკრების ცენტრმა ლუხუმი ღადაევმა 2 ქულიანი ააცილა, მაგრამ მასზე დაჯარიმდნენ და მანაც არ გაუშვა ეს შანსი ხელიდან...გოლდენის პირველი გამარჯვება ამ სეზონში...მატჩის სნაიპერი გოლდენის თურქი ლეგიონერი ჰუსამეტინ სარარი გახდა 26 ქულით რასაც 13 მოხსნა და 2 ბლოკიც მიამატა...

სხვა შეხვედრები კი შემდეგნაირად დასრულდა
Big 8
Gantiadi - BT Rouzer 117 - 130
DINAMO TBILISI - BC Chemicals 94 - 143
GOLIATI - ლელო 100 - 103
Golden Tigress - Batumi Bobcats 102 - 101
Great 8
kaktusi - Richmond Oilers 52 - 127
GALATASARAI - nuchuistebi 78 - 124
Mimino - tbilisi bulls 131 - 82
georgian - BIG BAN 59 - 71
სატურნირო მდგომარეობა:

2 comments:

Anonymous said...

კარგი იყო, მომეწონა!

buzzer said...

gaixare...gavagrezeleb da gavagrzeleb