Monday 26 May 2008

მეხუთე ( V ) ტური


მეხუთე ( V ) ტური

გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩები უმაღლეს ლიგაში
საკმაოდ საინტერესო მატჩი შედგა BT rouzer -სა და ლელოს შორის
თავიდან როუზერმა მშვენივრად დაიწყო თამაში, მათ აქცენტი გააკეთეს ადრეულ შეტევაზე რასაც ლელომ 3-2 ზე შეტევა დაუპირისპირა, ამ ყველაფერს მოყვა ის რომ პირველი მეოთხედი როუზერმა მოიგო 27-18 ...ამ თამაშში გადამწყვეტი აღმოჩნდა, სადაც ლელომ ასე ვთქვათ გაილაღა და მისმა მოძრავმა ტაქტიკამ შედეგი გამოიღო, 38-23 მეორე პერიოდის ანგარიშია, მემგონი ყველაფერი ნათელია ამ თამაშში, მესამე მეოთხედიც ლელოს 3 ქულიანი უპირატესობით დამთავრდა და სამი პერიოდის შემდეგ ანგარიში იყო 81-72 , ბოლო მეოთხედში როუზერი ბევრს ეცადა მაგრამ არაფერი გამოუვიდა მისდა სამწუხაროდ და თამაში მორჩა ანგარიშით 106-96 ლელოს სასარგებლოდ...შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ლელოს მსუბუქი ფორვარდი იმედა ანჩაბაძე გახდა, 33 ქულა , 6 მოხსნა და 4 პასი...

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია დინამო თბილისის გამარჯვება გოლდენზე 80-72...
დასავლეთის მარადმწვანე ჩემპიონმა Duff -მა და მისმა BC Chemicals მა ბათუმურ დერბიში დაამარცხა Batumi Bobcats ანგარიშით 70 - 86
მეოთხე თამაშში ჩემპიონატის აქამდე მოუგებელმა გუნდა განტიადმა გასვლაზე დამარცხა გოლიათი ანგარიშით 95-84...ამ შედეგებზე დაყრდნობით უნდა ითქვას რომ დასავლეთში სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია და ფლეო ოფისთვის ყველა გუნდი აპირებს ბრძოლას...რაც ისევ და ისევ ჩვნი ჩემპიონატისთვის და ეროვნული ნაკრებისთვის იქნება კარგი


აღმოსავლეთის დივიზიონში არცერთი დაძაბული თამაში არ გვქონდა, ყველა ფავორიტმა თავის სასარგებლოდ დაამთავრა მატჩები
მოიგო საქართველოს 2 გზის ჩემპიონმაც georgian-მა რომელმაც დაამარცხა ჩემპიონატის უიმედო აუტსაიდერი GALATASARAI ანგარიშით 127-96...თავისი მატჩი მოიგო ასევე მიმინომაც რომელმაც გაანადგურა, მიწასთან გაასწორა და ააოხრა მენეჯერ გაქცეული კაკტუსი, ანგარიშით 131-49, ანგარიში ყველაფერზე მეტყველებს...
გაიმარჯვა ნუჩუისტებმაც ქართველი ფილ ჯექსონის მეთაურობით, მათ დაამარცხეს თავშიავარდნილი BIG BAN ი და იქნება ეხლა მაინც ჩამოვარდეს მიწაზე ეს ლონდონურ-ქართული გუნდი...საბოლოოდ ნუჩუისტებმა მოიგეს ანგარიშით 77-52...ტურის ბოლო მატჩი კი შედგა Richmond Oilers-სა და tbilisi bulls-ს შორის, ამ სეზონში მშვენივრად მობურთავე რიჩმონდ ზეთელებმა ეს მატჩიც სათავისოდ დაამთავრეს და ფლეო ოფში შემსვლელ ოთხეულზე უკვე აქედანვე გააკეთეს მოთხოვნა ...საკმაოდ დაძაბული თამაში უნდა შედგეს საქართველოს თასზე ამ ხუთშაბათს, ერთმანეთს დაუპირისპერდება საქართველოს უმაღლესის ორი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი Richmond Oilers და nuchuistebi , ამ თამაშზე ხუთშაბათ საღამოს ვისაუბროთ...

ეხლა კი მეხუთე ტურის ყველა მატჩის შედეგი

აღმოსავლეთ კონფერენცია

tbilisi bulls - Richmond Oilers 87 - 110
BIG BAN - nuchuistebi 52 - 77
kaktusi - Mimino 49 - 131
GALATASARAI - georgian 96 - 127
დასავლეთის კონცერენცია:

ლელო - BT Rouzer 106 - 96
Batumi Bobcats - BC Chemicals 70 - 86
DINAMO TBILISI - Golden Tigress 80 - 72
Gantiadi - GOLIATI 95 - 84


No comments: