Tuesday 31 March 2009

ანონსი

ხვალ უმაღლესი ლიგის მორიგ ტურში გაიმართება ტურის და მიმდინარე სეზონის ცენტრალური შეხვედრა სადაც Mimino საკუთარ კედლებში მიღებს BT Rouzer -ს ... საინტერესოა თუ რა განცხადებეს აკეთებენ ამ გუნდების მენეჯერები თამაშის წინ ...



ბატონო Chi თუ შეიძლება გვითხარით თქვენი გუნდის წინა სამატჩო განწყობაზე და მიზნებზე ... მიუხედავად რომ 2 დღის შემდეგ სათასო თამაში გაქვთ თქვენი გუნდი იმედია მაინც გამარჯვებისათვის იბრძოლებს როგორც ყოველთვის ...

---აუცილებლად ნახევარი ძალით ვითამაშებთ. ჯერჯერობით აქცენტი თასისთვის ენთუზიაზმის დაგროვებაზე მაქვს გადატანილი. შემადგენლობას რაც შეეხება, ჩემს გუნდში არ არსებობს პირველი და მეორე ხუთეული, ორივე ერთი ძალისაა. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სახლში ვთამაშობ, BT Rouzer -ს წაუგებელი სერიის გასაგრძელებლად დიდი შრომა მოუწევს ...

---გასაგებია თქვენი,მაგრამ ხომ არ ჯობდა ლიგისათვის მიგეხედათ ...იმიტო რომ თასზე ბევრი ისეთი გუნდებია რომლებისთვისაც წელს მთავარი მიზანი ქვეყნის თასის დალაშქვრაა ...

---თუ გავითვალისწინებთ, რომ დივიზიონში პირველ ადგილზე ვარ, შეიძლება ჩავთვალოთ რომ ლიგა ჯერჯერობით ნორმალურადაა მიხედილი...
...მეც სწორედ მათ რიცხვს მივეკუთვნები


ახლა კი BT Rouzer -ის მენეჯერს ვთხოვთ წინასამატჩო "რელიზისათვის" .... 

---ბატონო Rozer როგორია თქვენი და თქვენი გუნდის განწყობა?

--- არ მინდა რომ რაღაც იმაში ჩამეთვალოს , მაგრამ უკვე ძალიან დიდი ხნის წინ ვიცოდი რომ წაგებების სერიას ან Oilers შეგვიწყვეტდა ან Mimino. ასე რომ კარგია Mimino-მდე მივაღწიეთ , მაგრამ ...
..ნუ მოკლედ ვიბრძოლებთ , რა გამოვა ვნახოთ ... 

აი ასეთი იყო წინასამატჩო განცხადებები ...ახლა კი თამაშზე გადავიდეთ ...

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო და ქულა ქულაშI მიდიოდა , მაგრამ პირველი მეოთხედის შუაწელისკენ უკვე აშკარა გახდა BT Rouzer-ის უპირატესობა 18-9 ... მოეთხედის ბოლოსკენ კი მაყურებელთა სასიხარულოდ გამოვხიზლდნენ მასპინძლები და შეამცირეს სხვაობა...პირველი მეოთხედი 22-17 დამთავდა ... 
მეორე მეოთხედში კი ყველას მოულოდნელად ისევ სტუმრებმა იგდეს ხელთ უპირატესობა და როგორც შემდეგ აღმოჩნდა ამ მეოთხედში გახდა ნათელი ვინ რისი მაქნისი იყო ამ თამაშში ... ჩინებულად თამაშობნენ სტუმრები როგორც შეტევაში ასევე დაცვაშიც, სტუმართაგან ლიდერობა იტვირთა მინდია არველაძემ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამ თამაშში მისი გუნდის წარმატებისათვის..ყველაფერი ეს გახდა საბაბი იმსა რომ BT Rouzer-მა პირველი ტაიმი მოიგო 49-34 ...
მეორე ტაიმში კი თამაში მიმდინარეობდა ინერციით ..ვინაიდან სტუმრებს ინიციატივა ხელიდან არ გაუშვიათ Mimino-ს მოთამაშეებს იმის საშუალებაც არ მისცეს რომ ანგარიში შეემცირებინათ, გარდატეხა შეეტანათ თამაშში და ყველაფერი მიიყვანეს ლოგიკურ დასასრულამდე 95-76 დაამარცხეს აღმოსავლეთ დივიზიონის აწ უკვე ყოფილი ლიდერი ...მაყურებელი ამაოდ ელოდა წლევანდელ სეზონში დაუმარცხებელი გუნდის მარცხს ,როდემდე გააგრძელებს BT Rouzer -ი წარმატებულ სვლას...ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი .. ანაც ტურის გმირი ამ კითხვებზე პასუხებს ჩვენ მომავალ თამაშებში ვიხილავთ ... 

No comments: