Friday 13 March 2009

"დღეს დასავლეთის ცენტრალური თამაში ჩატარდა ქალაქ ბათუმში ადგილობრივ გუნდებს შორის. რადგანაც ეს მატჩი დერბის სტატუს ატარებდა თავიდანვე დიდი ყურადღება მიიქცია, მიუხედავად ამისა ამ გუნდებ შორის დაპირისპირებები ყოველთვის გამოირჩეოდა შეუპოვარი ორთაბრძოლებით. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ქემიკალსის მენეჯერმა განაცხადა, რომ რაოდენ ძნელიც არუნდა იყოს ისინი ყველაფერს გაიღებენ ამ თამაშის მოსაგებად...ბოქეთსის მწვრთვნელი კი არ აპირებდა თასისათვის მოთამაშეების
"შენახვას" და ოპტიმალური შემადგენლობის გამოყვანას დერბიში. თამაში დაიწყო რაოდენ საკვირველიც არუნდა ყოფილიყო ქემიკალსების ატიურობით და გაიჭრენ კიდევაც წინ მაგრამ მინიმალური სხვაობით. თამაშის პირველი და მეორე მეოთხედი ქულა-ქულაში მიდიოდა. პირველი მეოთხედი ქემიკალსებმა 4 ქულით მოიგეს ,მაგრამ მეორე მეოთხედში საგრძნობლად გააქტიურდნენ ბობქეთსელები და მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და წინ გასვლაც კი. პირველი ტაიმის ბოლო წამებზე კი ფანტასტიური სროლით მოედნის შუაგულიდან გამათანაბრებელი ბურთი ჩააგდო ქემიკალსების ცოცხალმა ლეგენდამ უტა სიდამონმა. შეუმჩნეველი იყო ბობქეთსის ლიდერი ბერნანდო გალინდო და ვერ აჩვენებდა სათანადო თამაშს, რომელსაც მისგან ელიან ... ქემიკალსების მენეჯერმა აქცენტი ამაზეც გააკეთა რომ გალინდო ყოფილიყო მთავარი ჩასაკეტი სამიზნე.
მესამე მეოთხედის დაწყება და ქემიკალების ორმაგად გაძლიერებული შეტევა ერთი იყო, ერთი სიტყვით გადაურბინეს ბობქეთსელებს 29-17, მაყურებელი ამაოდ ცდილობდა მისი ბიჭების გამხნევებას. შესანიშნავი მეოთხედი ჩაატარეს ქემიკალსის მოთამაშეებმა როგორც დაცვაში ასევე შეტევაში ...განსაკუთრებით გამოირჩეოდა ლიტველი ცენტრი ალვარის ბერტავიჩიუსი, რომელმაც ჯერჯერობით საუკეთესო თამაში ჩატარა ამ სეზონში ...
მეოთხე მეოთხედში ბობქეთსი უკვე "სხვა გუნდის" როლში გამოვიდა პარკეტზე, უკვე ჩვეულად უტევდნენ მეტოქეს და ამის წყალობით შეამცირეს კიდეც სხვაობა 4 ქულამდე,მაგრამ მეორე ტაიმში გამოცოცხლებულმა ქემიკალსის ებრაელმა ლეგიონერმა შერიფ მანსურმა მოუკლა ყველანაირი იმედები მაყურებელს, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა...მისმა შეტევაში ფარქვეშა და მისთვის უჩველო პერიმეტრიდან სტყორცნებმა დაასამარა და ცივი წყალი გადაასხა ბობქეთსელებს,რომლებიც ამაოდ ცდილობდნენ თამაშში გარდატეხის შეტანას .. საბოლოდ კი მატჩი დამთავრდა ქემიკალების გამარჯვებით 107-101."

No comments: