Friday 30 May 2008

მეექვსე ტური


გაიმართა მორიგი ტური საქართველოს უმაღლეს ლიგაში, ყველა ფავორიტმა თავის სასარგებლოდ დაამთავრა მატჩები. გასაკვირი იყო როუზერის ასეთი სხვაობით დამარცხება ბათუმი ბობქეთსთან, მაგრამ ამ მარცხს მაინც შეიძლება ახსნა მოეძებნოს იმით რომ როუზერს თამაში ქონდა თასზე მიმინოსთან ( უნდა ითქვას რომ ის მატჩიც დათმო ) ნამდვილად ვერ დაუბრუნდა ძველებურ ფორმას როუზერის ლიდერი და საქართველოს ნაკრების წევრი გივი თარხან-მოურავი, რომელმაც სროლების უმეტესობა ააცილა და თამაში 5 დაკარგვით დაამთავრა სულ კი 44 წუთში მხოლოდ და მხოლოდ 10 ქულას მოუყარა თავი ,საბოლოო ჯამში კი ანგარიშით 76 - 112 ბობქეთსმა გაიმარჯვა...
მორიგი გამარჯვება მოიპოვა დასავლეთის უპირობო ლიდერმა BC Chemicals ლელოსთან 89 - 63...
საინტერესო და კარგი სანახავი გამოდგა გოლიათისა და დინამო თბილისის შეხვედრა, ორივე გუნდი ცდილობდა გამარჯვებას რა თქმა , ძალიან ბევრი იყო 3 ქულიანი სროლები რამაც განაპირობა უმეტეს წილად ქულათა მოზღვავება საბოლოო ანგარიშია 137 - 125 გოლიათის სასარგებლოდ
ტურის ბოლო მატჩში განთიადმა დაამარცხა გოლდენი და ორივე გუნდს 2 მოგების წილად 4 წაგება დაუგროვდათ...თვითონ მატჩი არც თუ ისე კარგი სანახავი გამოდგა რადგან განთიადმა თავიდანვე გადაწყვიტა ამ თამაშის ბედი და 1 ნახევრის შემდეგ მეორე გუნდის მოთამაშეებს მისცა ასპარეზობის უფლება თუმცა გოლდენმა მხოლოდ და მხოლოდ მეოთხე მეოთხედში მოახერხა ანგარიშის შემცრირება, საბოლოო ანგარიში 82 - 94 განთიადელეთა სასარგებლოდ!

სრულიად საპირისპორო ვითარება იყო მეექვსე ტურში აღმოსავლეთის დივიზიონში
აქ შედგა რამდენიმე ძალიან დაძაბული და კარგი სანახავი მატჩი
დავიწყოთ ნუჩუისტებისა და თბილისი ბულსის მატჩით, როგორც უკვე ვთქვი ძალიან კარგი სანახავი გამოდგა, ნუჩუისტებმა ადრეულ შეტევაზე გააკეთეს აქცენტი რასაც თბილისის ხარებმა პრესინგის თამაშით უპასუხეს, ზუსტად ამის გამო იყო რომ სტუმრად მოთამაშე ნუჩუისტების მოთამაშეებმა 30 ჯერ დაკარგეს ბურთი 13-ის წინააღმდეგ, პირველი ნახევარი 1 ქულიანი უპირატესობით მოიგო თბილისი ბულსმა, 22-23...დანარჩენ 3 მეოთხედში ნუჩუისტები ბევრს ეცადნენ რომ გამოესწორებინათ თამაში, ქონდათ კიდევ რამდენჯერმე ამის შანსი მაგრამ ამ თამაშში თბილისი ბულსი უფრო ძლიერი იყო...119-110...უნდა ვთქვათ ასევე ნუჩუისტების ჩემპიონთა თასზე გამოსვლაზე, ამ გუნდმა უკვე მესამე მატჩი მოიგო და 1/16 ფინალში გავიდა სადაც არც თუ ისე სერიოზული მეტოქე ყავს, ამ ეტაპის გასვლაც არ უნდა გაუჭირდეს...წარმატებები მის მენეჯერს!!!
მეორე ქართულმა გუნდი რომელიც ჩემპიონთა თასზე ასპარეზობს, ცოტათი ჩემპიონატზეც გადმოერთო და შედეგიც მოიმკო, ასე ვთქვათ გადაუარეს კაკტუსის გუნდს, ანგარიში 105-57 ყველაფერზე მეტყველებს
კიდევ ერთი საინტერესო მატჩი გაიმართა ბიგ ბენისა და რიჩმონდ ოილერსის მონაწილეობით , არ შეიძლება არ ავღნიშნო ბიგ ბენის გამართლება, არა მარტო ამ თამაშში არამედ მთლიანად ჩემპიონატში, ამ გუნდმა თუ ესე გააგრძელა შეიძლება არც გავარდეს. რიჩმონდ ზეთიანებმაც იგივე განიცადეს რაც როუზერმა, მათაც აქცენტი თასის თამაშზე გადაიტანეს და ... ბიგ ბენის გამარჯვება 103-91. ბიგ ბენის სნაიპერმა რიკარდო კარიბონიმ შეხვედრა 26 ქულით დაამთავრა, მანდ 10 დან 6 სამქულიანი გამოიყენა....
რა შეიძლება დაწერე უპირობო ლიდერისა და უიმედო აუტსაიდერის თამაშზე? მიმინო - გალათასარაი 144-87


დასავლეთი:

BT Rouzer - Batumi Bobcats 76 - 112
BC Chemicals - ლელო 89 - 63
GOLIATI - DINAMO TBILISI 137 - 125
Golden Tigress - Gantiadi
82 - 94

აღმოსავლეთი:
Richmond Oilers - BIG BAN 91 - 103
nuchuistebi - tbilisi bulls
110 - 119
Mimino - GALATASARAI 144 - 87
georgian - kaktusi
105 - 57

No comments: