Friday 30 May 2008

II.2

ორივე კონფერენციის ლიდერებმა საკუთარი მატჩები მოიგეს და ლიდერობა განიმტკიცეს, ეს გამარჯვებები მათთვის ზედიზედ მეექვსე იყო.
დასავლეთის ლიდერმა Tbilisi Hornets-მა დაძაბულ ბრძოლაში და ორი ქულის სხვაობით 76:74 დაამარცხა Majlaj Boys-ი.
Majlaj Boys-მა ბოლო პერიოდი 24:19 მოიგო, თუმცა ესსაკმარისი არ გამოდგა, რადგან მათ სამი პერიოდი წაგებული ჰქონდათ. ამ მარცხით, ისინი მეხუთე ადგილზე არიან!
ამავე კონფერენციის უკვე მეორე ადგილოსანს არ გასჭირვებია აუტსაიდერი FENERBAXCHE-ს დამარცხება. რაც 25 ქულიან სხვაობაში აისახა. 97:52. აღსანიშნავია, რომ მატჩის ბედი პირველი ნახევრის მერე გარკვეული იყო, როცა Raulasbichebma ტაიმი 45:11 გაიმარჯვა!
მატჩის სნაიპერი გახდა გამარჯვებული გუნდის ცენტრი თარხან-მოურავი, რომელმაც 33 წუთში 23 ქულა და 14 მოხსნა გააკეთა.
FC Dandura_მ დაძაბულ ბრძოლაში, მისსავე მოედანზე azoti დაამარცხა.
მასპინძლებმა, მოწინააღმდეგეს მხოლოდ სამი პერიოდი გაუწიეს წინააღმდეგობა. ბოლო პერიოდში კი FC Dandura-მ 13:1 მოახერხა გაქცევა და თამაშიც მოიგო 96:84.
მატჩის საუკეთესო მოტამაშე გახდა გამარჯვებული გუნდის სათადარიგო SF პაატა სიგუა,რომელმაც 18 წუთში 22 ქულა და 5 მოხსნა გააკეთა!

აღმოსავლეთის კონფერენციაში კი ყველა მატჩში ფავორიტებმა მოიგეს. ლიდერმა Pacers-მა, 93:68 დაამარცხა Lizard-ი.
მეორე ადგილოსანი Rustavi 2008 სტუმრად დამარცხდა, dapadela-სთან 79:89.
კონფერენციაში ახალი გუნდი გამოჩნდა მერცხალი, რომელმაც rivende-ის ადგილი დაიკავა!


მადლობა dundee-ს

No comments: