Wednesday 4 June 2008

მეშვიდე ტური

დასავლეთი
ამ კონფერენციის ლიდერმა”თბილი ჰორნეთსმა”, საკუთარ არენაზე ადვილად დაამარცხა “დანდურა”. მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და მატჩიც 79:53 მოიგეს. შეიძლება ითქვას, რომ სტუმრები ფარზე არ გააკარეს, 68 ბურთი მოხსნეს, აქედან მეტოქის ფარზე 22 !
“ნიუ ორლეანს არენაზე” საუკეთესონი იყვნენ, “ჰორნეთსის PF კალაძე და ცენტრი სააკაძე, რომლებმაც ორმაგი დუბლი შეასრულეს. დამარცხებული გუნდიდან კი მხოლოდ ერთმა მოთამაშემ გადალახა 10 ქულიანი ზღვარი.
საინტერესო მატჩი გაიმართა “აზოტსა” და “მაჯლაჯ ბოისს” შორის. გუნდები ამ მატჩამდე ზედიზედ ორი მარცხით მოვიდნენ. სტუმრებისთვის ეს მატჩი მნიშვნელივანი იყო, წაგების შემთხვევაში საფლეიოფო ზონას უფრო დაშორდებოდნენ.
ამიტომ “მაჯლაჯ ბოისმა” აქტიურად დაიწყო მატჩი. მათ აქცენთი ადრეულ შეტევაზე გააკეთეს, რამაც პირველ და მეორე პერიოდში გაამართლა და ტაიმიც 48:34 მოიგეს. მეორე ნახევარმა კი თანაბარ ბრძოლაში ჩაირა. “აზოტი” შეეცადა გარდატეხა შეეტანა შეხვედრაში და საკუთარი გულშემატკივრები გაეხარებინათ, თუმცა ეს არ გამოუვიდათ და ზედიზედ მესამე მატჩიც წააგეს, ამჯერად 104:94.
“ბარსაგაუმ” ძველი მენეჯერის ხელმძღვანელობის გარეშე ბოლო მატჩი ჩაატარა და “ფენერბახჩე” 105:95 დაამარცხა.
შემდეგ ტურში, გუნდი ახალი სახელით გამოვა. “სუპერ ბასკეთბოლი”. ვნახოთ რამდენად წარმატებული იქნება, ახალი მენეჯერის ექსპერტი 2-ს დებიუტი.

No comments: