Sunday 1 June 2008

მეშვიდე ( VII ) ტური




გაიმართა უმაღლესი ლიგის მეშვიდე ტური...ეს ტური გამოირჩა 2 დაძაბული მატჩით და ერთი უდანაკარგო ლიდერის დარჩენით უმაღლეს ლიგაში, მოკლედ მივყვეთ მოვლენებს...
დავიწყოთ მატჩიდან რომელიც Vake Streetball Court-ზე შედგა და რომლის ბილეთებიც მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გაიყიდა ( SOLD OUT ), 5928 გულშემატკივარი დაესწრო რიჩმოინდ ოილერსისა და ნუჩუისტების მატჩს, რიჩმონდმა რამდენიმე დღის წინ დათმო ნუჩუისტებთან თასის მატჩი და ნამდვილი რევანშის სურვილით იყო შეპყრობილი, პირველი მეოთხედის მიხედვით ნამდვილად კარგად მისდიოდათ საქმე, რიჩმონდას მოძრავი ტაქტიკა და ნუჩუისტების 3-2 ზონა, რომელსაც წესით უნდა გაემართლებინა თუ გავითვალისწინებთ მის სამ წამიანს, ორი ნაკრების წევრი გუნდში...მაგრამ პირველი მეოთხედი "მეზეთეები" იგებენ 22-17-ს, აი მეორე ნახევარში ნამდვილი საჩემპიონოდ შემართული გუნდი ვნახეთ რომელმაც პირწმინდად დაჩაგრა მეტოქე და ეს გარდასახა კიდეც ანგარიშში, 23-8, ძაან ცოტა თუ იფიქრებდა რომ ამ მატჩის შემობრუნებას შეძლებდა რიჩმონდა, მაგრამ ასე არ ფიქრობდა რიჩმონდას მწვრთნელი რომელმაც მესამე მეოთხედი მოიგო ანგარიშით 15-24 და მთლიანად შეხვედრაში 1 ქულამდე დაიყვანა სხვაობა, 55:54 ნუჩუისტების სასარგებლოდ, მეოთხე მეოთხედი კი ნამდვილად თრილერი გამოდგა, რომელშიც უკეთესი რიჩმონდა გამოდგა , საბოლოო ანგარიშია 78-76, ლეკიაშვილის 33 მა ქულამ დიდად განაპირობა ამ მატჩი რიჩმონდ ოილერსის გამარჯვება...
წააგო ბიგ ბენმაც რომელმაც რატომღაც დაასვენა მისი საუკეთესო მოთამაშეები და მეორე გუნდით გავიდა თბილისი ბულსთან სათამაშოდ, შედეგიც კარგი მოიმკო 147-105, ბიგ ბენი დამარცხდა...მისი ერთადერთი ნათელი წერტილი, არგენტინელი მსროლელია რომელმაც 15 წუთში 4 სამქულიანი ჩააგდო და 24 ქულას მოუყარა თავი...
წესით საინტერესო მატჩი უნდა შემდგარიყო მოქმედ ჩემპიონ ჯორჯიანსა და მიმინოს შორის მაგრამ გაგვიცრუვდა იმედები , ეს ალბათ იმითაა გამოწვეული რომ სპაროუ ( ჯორჯიანის მენეჯერი , დამაარსებელი და გუნდის აღმასრულებელი დირექტორი ) თავის პრიორიტეტად ჯერ კიდევ ჩემპიონთა თას თვლის, მიმინოს კი ჩვენს ჩემპიონატში ნამდვილად საუკეთესო გუნდი ყავს, შეიძლება ითქვას საჩემპიონოც....
ბოლო მატჩი ამ კონფერენციაში, ორი აუტსაიდერის დაპირისპირება, გალათასარაი უფრო კარგი გუნდი ყოფილა კაკტუსზე, მაგრამ კაკტუსზე მოგვიანებით ვისაუბროთ ( სპეციალურ გამოშვებაში ) ) ანგარიში კი 97-72 , თურქული ლეგიონერი გუნდის სასარგებლოდ...



ეხლა რაც შეეხება აღმოსავლეთ კონფერენციას...
დავიწყოთ დაფის და როუზერას თამაშით, უნდა ვთქვა რომ დაფმა ალბათ მოინდომა რომ წაეგო ეს თამაში თორემ ჩემიქალს არ უნდა წაეგო არანაირ შემთხვევაში, ერთადერთი გასმართლებელი საბუთი შეიძლება იყოს დაფის თასზე მობილიზირება, რამაც შედეგი ამ ხუთშაბათს უნდა მოგვცეს, ვნახოთ და დაველოდოთ, თამაში კი როუზერის აშკარა უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით დამთავრდა ანგარიშით 86-107
თითქმის ერთნაირად მოიგეს დინამო თბილისმა და ლელომ, ორივემ მცირედი უპირატესობით იმარჯვა ამ ტურში და აღსასნიშნავია ლელოს ასეთი კარგი თამაში, მათ თუ ასე გააგრძელეს ალბათ ფლეო ოფში გასვლა არ უნდა გაუჭირდეთ ....
და ბოლოს, კონფერენციის ყველაზე დაძაბული თამაში, გოლდენი - გოლიათი, შეიძლება გახსოვდეთ ამ გუნდების თასის დაპირისპირება სადაც გოლდენმა 2 წუთში 7 ქულიანი უპირატესობა გაფლანგა და თასს უსახელოდ დაემშვიდობა, ახლაც პირველი პერიოდი გოლდენმა მოიგო, მაგრამ მეორე პერიოდში ასე ვთქვათ გადაუარა გოლიათმა და მოიგო არა მარტო მეორე პერიოდი და პირველი ნახევარი არამედ მთლიანად მატჩი , მთელი მეორე ნახევარი ეცადა გოლდენი ანგარიშის შემცირებას, ბოლო წამებზე ორ ქულამდეც დაიყვანეს სხვაობა მაგრამ არგენტინელი მძიმე ფორვარდის ნასროლ სამიანს რომ ჩაგდება არ ეწერა ყველამ კარგად იცოდა, ამიტომ დამარცხდა გოლდენი ხოლო გოლიათმა გაიმარჯვა, აღსანიშნავია გოლდენის რიგებში თურგი ლეგიონერის თამაში რომელმაც 49 ქულა მოიხვეჭა და დამსახურებულად გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე, საბოლოო ჯამში ანგარიშო 110-112 გოლიათის ასე ვთქვატ ცოტათი გამართლებული გამარჯვება...


აღმოსავლეთი:

BC Chemicals - BT Rouzer 86 - 107
Golden Tigress - GOLIATI
110 - 112
DINAMO TBILISI - Gantiadi 109 - 89
Batumi Bobcats - ლელო 93 - 106

დასავლეთი:
nuchuistebi - Richmond Oilers 76 - 78
BIG BAN - tbilisi bulls 105 - 147
georgian - Mimino
69 - 98
GALATASARAI - kaktusi 92 - 72

No comments: