Sunday 1 June 2008

2.4 დასავლეთის მიმოხილვა

ტურის ცენტრალური შეხვედრა """""""""მიზან"""""""" ცენტრში" გაიმართა, სადაც ადგილობრივი "ჭეშმარიტი მგლები" მეორეადგილოსაც "ბითერებს" დაუპირისპირდნენ. ამჯერად მაყურებელმა ვერ გაავსო სარბიელი ბოლომდე, რადგან თასიდან გამობუნძულებით განცდილი სულიერი ტრავმა ჯერ კიდევ დიდი იყო sad.gif

"ბითერები" ამ მატჩისთვის მთლიანად განახლებული შემადგენლობით წარსდნენ. რაც მთავარია, მათი ახალი მწვრთნელი ვინმე მექანიკური ფორთოხალი კი არა, თვით abdu_steve იყო, რომელიც სუნთქავს, ჭამს და ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას ცდილობს.

თავად თამაში საკმაოდ დუნედ წარიმართა. "მგლებმა" თავიდანვე შეძლეს სხვაობაში წინ გაჭრა და უპირატესობას მთელი თამაშის განმავლობაში ინარჩუნებდნენ. თუმცა, მეორე და მეოთხე მეოთხედევში მათ დაღლა ეტყობოდათ, რაც წუხანდელ ქეშაობას შეგვიძლია დავაბრალოთ.

წაგებისდა მიუხედავად სტუმართა გუნდმა სპეციალისტთა დიდი მოწონება დაიმსახურა. მან გუნდი გამართული ტაქტიკით ათამაშა და მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეებს მთლად ლამფოჩკებიც არ დაუხნიათ, ნამდვილად ღირეულად წარმოჩდნდნენ მთლიანი ლიგის უდაო ფავორიტთან.

მგლებმა კი მოთამაშეთა ფორმას უნდა მიხედონ. თორემ მხოლოდ ენთუზიაზმის აწევით შორს ვერ წავლენ biggrin.gif

--------
დაძაბულობის მხრივ ბევრად საინტერესო გამოდგა "საბურთალო ეშმაკებისა" და ქვედა ვედის "კივილის" დაპირისპირება. საბურთალოები თამაშის უდიდესი ნაწილის განმავლობაში ლიდერობდნენ, თუმცა მეოთხე მეოთხედიკენ დიხანიაში დაერხათ და ვეღარ დარბოდნენ. ამის მასპინძლებმა კარგად ისარგებლეს და ეშმაკები სულ დატყლიზნეს.

საბედისწერო შეცდომა საბურთალოს მწვრთნელმა დაუშვა, როდესაც აქცენტის ფარზე გაკეთებას ადრეული შეტევა ამჯობინა. ეს ალბათ მის გამოუცდელობას უნდა დავაბრალოთ. აღსანიშნავია, რომ ახალი მენეჯერის ხელში ეშმაკები ყველა თამაშში 102 ქულას უშვევენ. საინტერესოა, როდის დაირღვევა ეს უსიამოვნო ტრადიცია?! ჰააა?

--------
ტურის მესამე შეხვედრაში "ლამერები" "ვერიგგერებს" ეწვიენ. "ვალჰალაში" სრული ანშლაგი იყო. აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ სტადიონს მიმაგრებული მებატიბუტეები, რომლებმაც მთელი 2007 წლის სიმინდის მოსავალი გაასაღეს.

ტაქტიკურ რისკზე წასვლა ვერცერთი გუნდის თავკაცმა ვერ გაბედა. საბოლოოდ კი უპირობო გამარჯვება მასპინძლებმა მოიპოვეს ძალიან სოლიდური მესამე მეოთხედის გამო. მაყურებელთა გაკვირვება გამოიწვია მწვრთნელია გადაწყვეტილებამ, რომელმაც ძირითად მსუბუქ ფორვარდად ვინმე ბალიაშვილი დააყენა. ამ უკანასკნელმა თავისი ტლანქი და არადამაჯერებელი მოქმედებით მაყურებელთა გინება და კრულვა დაიმსახურა. სპეციალისტებმა კი მას 1 ქულა დაუწერეს, რაც ბოზერას ისტორიაში ძალიან იშვიათი შემთხვევაა. თუმცა, ბალიაშვილი ალბათ მომავალ შეხვედრასაც ძირითად ხუთეულში დაიწყებს, რადგან ვერინგერების მწვრთნელი ამ რეპორტაჟს არ წაიკითხავს, თავისით კი ის ვერასდროს მიხვდება, რომ ეს ეს იგროკი მაგარი ბანძი როჟაა.

--------
უკანასკნელ შეხვედრაში "ტერორისტებს" და მესოსისეებს შორის გაიმართა ნახევრად ცარიელ "მარაკანაზე". "ივერიამ" ეს თამაში მოთამაშეთა უფრო მაღალი კლასის ხარჯზე მოიგო, თორემ ტაქტიკის შერჩევით არცერთ მწვრთნელს არ აუტკივებია თავი.

არადა დასაწყისი მასპინძლებისთვის მართლად რომ შოკისმომგვრელი იყო. პირველ მეოთხედში ტერორისტებმა შეძლეს მტოქის დათრგუნვა და 30-16 გაიჭრნენ წინ. თუმცა აქ თავი იჩინა დაღლილობამ და მოკლე სათადარიგო სკამმა. ბურთი სულ უფრო იშვიათად ვარდებოდა მასპინძელთა კალათში. "ივერიამ" კი ტემპს უმატა და პარკეტს მთლიანად დაეპატრონა. ბოლო მეოთხედში სტუმრები უკვე თამაშზე აღარც ფიქრობდნენ და ერთმანეთში პულს უზომავდნენ. ივერია კი ქულას ქულაზე აგდებდე და მაყურებელს სულ "ურაა" აძახებინა.


მადლობა [b]მიხეილ რძე[/b]-ს ( nuchuistebi )

No comments: