Monday 9 March 2009

მერვე სეზონი , მეოთხე ტურის პრე-მიმოხილვა

აღმოსავლეთ კონფერენციაში შედგება ოთხი დაპირისპირება, ამათგან ჩემი ვარაუდით ორ მათგანს თასის დაპირისპირება გააუფერულებს წესით თვალსასეირო უნდა ყოფილიყო გოლიათისა და მაჯლაჯების დაპირისპირება, მაგრამ როგორც გოლიათის პრეზიდენტმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, მწვრთნელი მეორე შემადგენლობას გამოიყვანს და მთავარ გუნდს სათასო მატჩისთვის შემოინახავს, რადგან თასზე მაჯლაჯას სუსტი მეტოქე ყავს, ამ გუნდს ეს პრობლემა არ აწუხებს, ჩემი ვარაუდით მაჯლაჯუნები გაიმარჯვებენ დამაჯერებლად საინტერესო თამაში იქნება ლელო - როუზერის მატჩიც, ყველა თამაში დამარცხებული ლელო საკუთარ არენაზე მიიღებს ჯერაც დაუმარცხებელ როუზერს, სავარაუდოდ ისევ არ შეწყდება არცერთი გუნდის სერია, როუზერი მოიგებს, ლელო - დამარცხდება გოლდენი - თბილისი ბულს, ამ თამაშშიც იგივე მოხდება რაც გოლიათი- მაჯლაჯას შემთხვევაში, გოლდენს მეტად მნიშვნელოვანი თამაშI აქვს თასზე შარშანდელი სუპერლიგის ფინალისტთან , ამიტომ ამ თამაშს ყველანაირი აზრი ეკარგება, ადვილი გამარჯვება თბილისი ბულსს ბათუმური დაპირისპირება და დერბი კი როგორ დასრულდება არავინ იცის, ფაქტია რომ ჩემიქალსმა რევანში უნდა აიღოს შარშანდელი მარცხისთვის, ასევე ბათუმმა მოთამაშეები უნდა დაასვენოს..მაგრამ! ნუთუ გაწირავს მოთამაშეებს ბობქეთსი და ვნახავთ საინტერესო თამაშს? ეს ერთად ვნახოთ სამშაბათს

რაც შეეხება დასავლეთ კონფერენციას ჯორჯიანი სტუმრად ახლად აღზევებულ ბითერს ესტუმრება და სავარაუდოდ ორი ქულითაც დაბრუნდება ფარჩაკები კირკიტაძე არენაზე ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ესტუმრებიან და სავარაუდოდ და ყველანაირი ლოგიკის დაცვით უნდა წააგონ ეს თამაში, მაგრამ ბაზერში სიურპრიზები არ ხდება ( :P ) შეიძლება საინტერესო თამაში გამოვიდეს ბიგ ბენისა და მიმინოს დაპირისპირება, აშკარაა რომ მიმინოს ენთუზიაზმის მომატება სჭირდება ამისთვის კი მსუბუქად უნდა დატვირთოს თავისი მოთამაშეები, ამით შეუძლიათ ისარგებლონ კარიბონმა და კომპანიამ. საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს, სავარაუდოდ მიმინო იძალებს შარშენდელი შუღლი წელს იჩენს თავს სავარაუდოდ თბილისი ჰორნეთსა და რიჩმონდელი მეზეთეების დაპირისპირებით, არცერთ გუნდს არ გაუკეთებია კომენტარი ამ თამაშთან დაკავშირებით. ტრავმები არცერთს არ აწუხებს, დავტკბეთ სასიამოვნო თამაშის ხილვით

No comments: