Tuesday 10 March 2009

Gustavo Romero #17



საინტერესო მინი ინტერვიუ გამოქვეყნდა გოლდენის ოფიციალურ საიტზე. გუნდის არგენტინელი ლეგიონერი გუსტავო რომერო საუბრობდა გუნდის წლევანდელ მიზნებზე, მაშ ასე: ჟურ: - რა მიზნები აქვს გუნდს წლევანდელ სეზონში? რომ: - უმთავრესი მიზანი ფლეი ოფში გასვლაა, დარწმუნებულები ვართ ამ ამოცანას კარგად გავართმევთ თავს, ასევე დასახული გვაქვს მიზანი რომ თასზე რაც შეიძლება წინ წავიწიოთ. ჟურ: - თასზე შარშანდელ სუპერლიგის ფინალისტთან გიწევთ დაპირისპირება, როგორ გგონიათ გაიმარჯვებთ? რომ: - როგორ გითხრათ გავიმარჯვებთ მეთქი? ჩვენ ყველაფერს დავდებთ მოედანზე,ვეცდებით რომ დავამარცხოთ ბათუმური გუნდი, დანარჩენს თამაში გვიჩვენებს, გვყავს ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი, რომელიც პერსონალურად გალინდოს ეთამაშება , ამან წესით შედეგი უნდა გამოიღოს ჟურ: - ცოტა რამ თქვენს წლევანდელ თამაშზეც უნდა ვთქვათ, შარშანდელი სეზონი დაამთავრეთ საშუალო 20 ქულით, 15 მოხსნით 2 პასითა და 2 დაფარებით, წლევანდელი თქვენი სტატისტიკა კი ამასთან ჯერ ახლოსაც ვერ მიდის, რისი ბრალია ეს? რომ: - მე ჩემს პირად სტატისტიკაზე მეტად გუნდის წარმატება მახარებს, თანახმა ვიქნები 5 ქულა მოხსნაზე თუ ჩვენ ფლეი ოფში გავალთ და წარმატებულად ვითამაშებთ ამ სეზონში, ჩემ სტატისტიკას რაც შეეხება, ალბათ ეს ღადაევის ბრალიცაა რომელმაც წელს საკმაოდ მაღალ დონეზე დაიწყო სეზონი, დიდი იმედი მაქვს ასეც გააგრძელებს ჟურ: - ალბათ გუნდი უფრო და უფრო მოძლიერდება, როგორც გავიგეთ ერთი მოთამაშის დამატებას აპირებენ, ალბათ სერიოზული მიზნები გაქვთ რომ: - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მაღალი მიზნებისთვის ვაპირებთ ბრძოლას, გუნდშიც კარგი დამოკიდებულებაა, ყველა მეგობრულად ვართ ერთმანეთთან, დრაფტზეც კარგი მოთამაშეები შეგხვდა ,მართალია " სომხი არის " ერთი მაგრამ საკმაოდ კარგი მოთამაშეა. ასევე მინდა ყველა გუნდს წარმატება ვუსურვო და საინტერესო სეზონს ვპირდებით მაყურებელს

No comments: