Wednesday 11 March 2009

Mimino

დღეს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "მიმინო" ჩემპიონთა თასის პირველ მატჩს გამართავს სამხრეთ აფრიკულ Boss Man-თან. გუნდი გუშინ საღამოს ბიგ-ბენთან განცდილი მარცხის მერე ეგრევე გაემგზავრა სამხრეთ აფრიკაში. ჩვენი კორესპონდენტი ტელეფონით დაუკავშირდა გუნდის მწვრთნელ Jovan Tišma-ს და პატარა ინტერვიუც ჩაწერა მასთან.

კორ: პირველ რიგში გვაინტერესებს როგორ იმგზავრეთ და როგორ მოეწყვეთ.

Jovan: მოგეხსენებათ ჩვენი გუნდის თვითმფრინავი საკმაოდ კომფორტულია, აღჭურვილია აუზით, საუნით და 20 კომფორტული საძინებლით. ჩვენც მატჩის შემდეგ დაღლილებმა მშვენივრად მოვისვენეთ და სამხრეთ აფრიკაში ენერგიით სავსენი ჩავფრინდით. ადგილზე მშვენიერი სასტუმრო დაგვხვდა, 5 ვარსკვლავიანია მშვენიერი ხედით და რაც მთავარია პირველ სართულზე საროსკიპოა განთავსებული. მოკლედ ისეთი პირობებია, სასტუმროდან გასვლას და ქალაქის დათვალიერებას ნამდვილად ვერ მოვახერხებთ.

კორ: ბიჭები რა განჭყობით არიან, ცუდად ხომ არ იმოქმედა გუშინ განცდილმა მარცხმა?

Jovan: მარცხმა რა თქმა უნდა კარგი არაფერი მოგვიტანა, თუმცა ამ წაგებას აქვს რამდენიმე ობიექტური მიზეზი რაც ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს. გუშინდელთან განსხვავებით დღეს გაცილებით უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ.

კორ: იქნებ ჩვენს მკითხველს განუმარტოთ რის ხარჯზე.

Jovan: პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ გუშინ საერთოდ არ უთამაშია ჩვენს ძირითად გამთამაშებელ რუფინოს. მთელი მატჩი შეუცვლელად ითამაშა ლარს ლინდჰოლმმა, რამაც მატჩის შედეგზე უდავოდ იმოქმედა. ამას გარდა დღეს მასპინძლებს ფაქტიურად არ ექნებათ საკუთარი კედლების უპირატესობა. ჩვენმა ახალმა პიარ მენეჯერმა Greg Lujan-მა (რომელთან კონტრაქტსაც ხელი გუშინ ბიგ-ბენთან მატჩის დროს მოეწერა) უდიდესი პროფესიონალიზმი გამოავლინა და ისეთი ხალხის სიყვარული, როგორიც ჩვენ დაგვხვდა ამ შორეულ სამხრეთ აფრიკაში თვით ადგილობრივ გუნდსაც კი არ აქვს.

კორ: რა ტაქტიკით აპირებთ დღეს თამაშს და რაიმე სიურპრიზს ხომ არ უმზადებთ მეტოქეს?

Jovan: სიურპრიზები რა თქმა უნდა იქნება, ტაქტიკას ეხლა არ გეტყვით (ვაითუ ვინმე სამხრეთაფრიკელიც შემოდის მჭედსოლ საიტზე). ერთს კი გეტყვით: დღეს ყველაზე მეტ ქულებს მარუნო და ლუის დავიდისგან უნდა ელოდოთ.

სამწუხაროდ უნდა შევწვიტო ჩვენი ინტერვიუ, პირველი სართულზე მშვენიერ მანდილოსნებს უნდა ვესტუმროთ და ბიჭები მელოდებიან. მატჩის შემდეგ გავაგრძელოთ.

კორ: დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, კარგ დროსტარებას გისურვებთ

No comments: