Wednesday 11 March 2009

BT Rouzer : ჩვენ კვლავ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძვით



კლუბ "BT Rouzer"სის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება გუნდის სამომავლო გეგმების თაობაზე . როუზერმა ჩემპიონატი 4 მოგებით დაიწყო ( დაამარცხა თასის ორგზის მფლობელი "Tbilisi Bulls " , აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონი " Batumi Bobcats " , მეორე ll ლიგის გამარჯვებული "Majlaj Boys" და "ლელო". ) პრეზიდენტის თქმით მისი გუნდი არ აპირებს ორ ფრონტზე ბრძოლას და სავარაუდოდ თასს მაშინ გამოეთიშება როდესაც მისი სარეზერვო მოთამაშეების დონე მიმდინარე ეტაპისთვის დაბალი იქნება . სამაგიეროდ გუნდი აპირებს ყველაფერი გააკეთოს საიმისოდ, რომ მის ისტორიაში პირველად მოიგოს აღმოსავლეთი კონფერენცია და მის Rival " BC Chemicals" პირველად ჩამოართვას ეს წოდება . ბათუმელებისთვის ამ ტიტულის ჩამორთმევა როუზერს ჯერ კიდევ პირველ სეზონში შეეძლო , როდესაც შეგახსენებთ გუნდი ფინალში გავიდა და 2:1 წააგო ჯორჯიენსთან , მაგრამ მაშინ როუზერსს სულ რაღაც ერთი მოგება დააკლდა ამ მიზნამდე . ზემოთხსენებული სეზონის შემდეგ როზერის გუნდს 4 სეზონის განმავლობაში პლეიოფის პირველი ეტაპი გადაულახავ ბარიერად ექცა და ამ სეზონების განმავლობაში გუნდი ძალზედ არასტაბილურად თამაშობდა . გივი-თარხან მოურავმა რამოდენიმეჯერ ღიად გამოთქვა თავისი უკმაყოფილება იმითი რომ გუნდი არ თამაშობდა მთელი ძალით და მას შუთერის პოზიციაზე უწევდა თამაში . თუმცა წელს გივი მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს , მინდია არველაძე შუთერის ხოლო პაიჭაძე სტარტერად იქცა . ასევე გუნდს დაემატა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრი Eddy Mathiot , რომელიც ექსპერტების აზრით გუნდისთვის ძალიან დიდ ძალად უნდა იქცეს . პრეზიდენტის განცხადებით როუზერსი სავარაუდოდ პლეიოფებამდე კიდევ უფრო გააძლიერებს შემადგენლობას , რისი რესურსებიც , მისი თქმით , გუნდს ნაწილობრივ უკვე გააჩნია და მალე კიდევ შეემატება .

No comments: