Wednesday 11 March 2009

VIII სეზონის მეოთხე ტური


გაიმართა VIII სეზონის მეოთხე ტურის თამაშები დასავლეთ დივიზიონში შედგა რამდენიმე საინტერესო დაპირისპირება, საინტერესო იყო კირკიტაძე არენაზე გამართული მატჩი სადაც ადგილობრივი ნუჩუისტები მეორე ლიგიდან გადმოსულ ფარჩაკებს დაუპისპირდნენ ( სახელმა შეცდომაში არ შეგიყვანონ ), თამაში ნუჩუისტების კარნახით გაიმართა და მათი გამარჯვებითვე დასრულდა, თუმცა უნდა ითქვას რომ ამ გუნდისგან უფრო მეტს მოელოდა ყველა, საბოლოო ჯამში კი 123-117 , ნუჩუისტების მორიგი გამარჯვება. შემდეგი და ალბათ ტურის მატჩი, თბილისი ჰორნეტსა და რიჩმონდ ოილერს შორის შედგა, პირველი მეოთხედის მიხედვით ყველა მეზეთეების იოლ გამარჯვებას ელოდა, მათ პირველი მეოთხედი 10 ქულის სხვაობით მოიგეს, მაგრამ მეორე მეოთხედში ამოქმედდა ჰორნეთსის ძლიერი მხარე, ერთმანეთის მიყოლებით აგდებნენ ქულებს სააკაძე და კავაზაშვილი , რომლებმაც პირწმინდად დაჩაგრეს ოპონონეტები, უნდა აღინიშნოს ლოდიგას ძალიან სუსტი თამაში, მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულა 16 მოხსნთან ერთად, პირველი ნახევარი კი თბილისი ჰორნეთსმა 2 ქულის სხვაობით მოიგო. მეორე ნახევარიც პირველის მსგავსად წარიმართა, თავიდან რიჩმონდმა იმძლავრა მაგრამ გამძლეობა აღარ ეყოთ და მეოთხე მეოთხედი დიდი უპირატესობით დათმეს, საბოლოო ანგარიშია 108-97 ჰორნეთსის სასარგებლოდ გადავინაცვლოთ ბიგ ბენის არენაზე სადაც ამ თამაშამდე დაუმარცხებელი მიმინო სტუმრობდა ყოფილ მეორე ლიგელ ბიგ ბენს, თამაში თავიდანვე ბიგ ბენის ლიდერობით დაიწყო და ასევე დამთავრდა, განსაკუთრებით გამოირჩეოდა მრავალგზის გამამწარებელი რიკარდო კარიბონი, რომელმაც 39 ქულა უთავაზა მიმინოს და საქართველოს ნაკრების ძირითადი გამთამაშებელი თორნიკე ნემსაძე ( 23 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი ) , მიმინოს რიგებში კი საუკეთესო იყო იტალიელი რიკარდო ქაუ, 42 ქულით და 22 მოხსნით, მაგრამ მას ვერავინ მიეხმარა, სხვა კალათბურთელებიდან მხოლოდ ერთმა შეძლო 10 ქულიანი ბარიერის დაძლევა, საბოლოოდ 107-99 ბიგ ბენის მეორე გამარჯვება ლიგაში ამ კონფერენციის მიმოხილვა ჯორჯიანისა და ბითერსის თამაშით დავამთავროთ, ბითერსმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია საქართველოს ორგზის ჩემპიონს და დამარცხდა 18 ქულის სხვაობით 120-102
აღმოსავლეთ კონფერენციაზე სალაპარაკო არც თუ ისე ბევრია რადგან ყველაფერი დადგმული სცენარივით წარიმართა. მაჯლაჯ ბოისმა ადვილი გამარჯვება მოიპოვა გოლიათთან , რომელის თასზეა გადართული ამ ეტაპზე და იქ აპირებს წარმატების მიღწევას, მაჯლაჯას კი თასის მიხედვით გაუმართლა , ასევე კარგად ასპარეზობს რეგულარულ ჩემპიონატში, 4 დან 3 გამარჯვებაც ამაზე მეტყველებს. ამ თამაშის საბოლოო ანგარიშია 123-88 ლელომაც დაზოგა გუნდი როუზერთან სათამაშოდ , მსუბუქად თამაში არჩიეს თასზე მოახლოებული შეხვედრის გამო, რითაც ისარგებლა როუზერმა, რომელმაც დაიმატა ფრაგნი ცენტრი, რომელიც ერთ-ერთი საუკეტესოა მთელს ბაზერში, ხელფასიც მოწმობს ამას. თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი თვეში, შეხვედრაზე კი რა უნდა ვთქვათ 23 ქულით მოიგო როუზერმა, 83-60 ასევე დაგეგმილი მარცხი იწვნია გოლდენმა თბილისი ბულსთან 22 ქულის სხვაობით და ახლა მთლიანად თასზე გადაერთვება, სადაც ძალიან დაძაბული მატჩი ელის ბათუმი ბობქეთსთან , ანგარიში კი - 126-104 საინტერესო თამაში შედგა ბათუმში, ბათუმი ბობქეთსი დაუხვდა ჩემიქალს , ამ თამაშის მიმართ ინტერესი ძალიან დიდი იყო, ყველას აინტერესებდა თუ იძიებდა შურს ჩემიქალსი შარშანდელი მარცხისთვის, როგორც საბოლოო შედეგმა აჩვენა შარშანდელი ბობქეთსის მოგება, მართლაც რომ სენსაცია იყო. რასაც ასევე ამტკიცებს ამ გუნდის საშინელი გამოსვლა ეროვნულჩემპიონატში, 4 დან 4 მარცხი დამერწმუნეთ სუპერლიგის ფინალისტს არ შეეფერება



GOLIATI - Majlaj Boys 88 - 123
BT Rouzer - ლელო 83 - 60
Golden Tigress - tbilisi bulls 104 - 126
BC Chemicals - Batumi Bobcats 107 - 101

georgian - Beaters 120 - 102
Farchakebi - nuchuistebi 117 - 123
Mimino - BIG BAN 99 - 107
Richmond Oilers - Tbilisi Hornets 97 - 108

No comments: